02:10 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 11:48:13, 1492 ნახვა

ეკონომიკა
თბილისის მერია ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობისთვის ინვესტორებს იწვევს

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად ინტერესთა გამოხატვას  აცხადებს. 

ინტერესთა გამოხატვა ინვესტორთა მოწვევასა და მათი წინადადებების მიღებას გულისხმობს. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, წინადადებების მიღება 2015 წლის მარტიდან იქნება შესაძლებელი. ინტერესთა გამოხატვის მიზანია,   მოიზიდოს ინვესტორი დედაქალაქში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის  მშენებლობა/მართვის  უზრუნველსაყოფად.

„ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ როგორც ქართულ, ისე უცხოურ  იურიდიულ პირს ან იურიდიულ პირთა გაერთიანებას, რომლებიც განსაზღვრულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. 

ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით შექმნილი კომისია გამოავლენს. 

ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა  2015 წლიდან საქართველოში ამოქმედებულ ,,ნარჩენების მართვის კოდექსს“ უკავშირდება. 

კოდექსის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას ნარჩენებიდან ენერგიის მიღებას, ასევე, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics