|
2025-04-07 12:58:26, 685 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში რეორგანიზაცია გამოცხადა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის აპარატში რეორგანიზაცია გამოაცხადა. პარლამენტის აპარატის რეორგანიზაციის შედეგად მისი სტრუქტურა და საშტატო ნუსხა შეიცვლება. რეორგანიზაციის თაობაზე ბრძანება სახელწოდებით - “პარლამენტის აპარატის ზოგიერთ სტრუქტურულ ერთეულში რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ“ პაპუაშვილმა უკვე გამოსცა. ,,ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, პარლამენტიდან ე.წ ძველი კადრების გაშვება იგეგმება, რომლებიც ჯერ კიდევ ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან მოყოლებული მუშაობენ საკანონმდებლო ორგანოში. ბრძანების მიხედვით, რეორგანიზაცია პარლამენტის აპარატის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში დაიწყო: - ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი; ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი; იურიდიული დეპარტამენტი; საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი; სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტი; საორგანიზაციო დეპარტამენტი; საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი; საქმისწარმოების დეპარტამენტი; მანდატურის სამსახური; პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი. რეორგანიზაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირად პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი განისაზღვრა. ერთ-ერთი პირველი კანონი, რაც “ქართული ოცნების“ ინიციატივით XI მოწვევის პარლამენტში მიიღეს, საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის განხორციელებას ეხება. “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში რამდენიმე მუხლი შეიცვალა და შედეგად რეორგანიზაციის ჩატარების პროცესი გამარტივდა. იმავდროულად, ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტშიც აისახა, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკის მქონე თანამშრომელი სამსახურიდან ნებაყოფლობით - პირადი განცხადების საფუძველზე წავა, ერთჯერად კომპენსაციას მიიღებს. შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში რეორგანიზაცია 3 აპრილს გამოაცხადა. მისი მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი გამოცხადების დღიდან ძალაშია.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)