|
2025-04-04 16:02:00, 3383 ნახვა
ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილის კლანს ერთგულებაში ეჭვი ეპარება და ირაკლი კობახიძის კლანით ანაცვლებს
"ქართული ოცნების" კლანებს შორის დიდი დაპირისპირებაა. "ექსპრესნიუსის" ექსკლუზიური ინფორმაციით, რომელიც პარტიიდან წყარომ მიაწოდა, არაღიარებული პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის კლანი დაუპირისპირდა პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს ირაკლი ღარტიბაშვილს და მის გუნდს. მინდა მადლობა გადავუხადო ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, შესაძლებლობისთვის მემსახურა ჩემი კუთხისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისთვის. მადლობა თითოეულ თანამშრომელს, პარტიის წევრებს, გუნდს. განსაკუთრებული მადლობა აჭარის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის. ვრჩები ,,ქართული ოცნების” ერთგულ ჯარისკაცად და დარწმუნებული ვარ არაერთი დიდი გამარჯვება გველის წინ!“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. დღეს არაღიარებულმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ივანიშვილის რეჟიმი ახალი სამინისტროს ხელმძღვანელად აღარ დანიშნავს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი მინისტრი კახაბერ გულედანი იქნება, რომელიც ამ დრომდე კახა კალაძის მოადგილის პოსტს იკავებდა. კობახიძემ არ გამორიცხა რომ მომავალში საკადრო წმენდები გაგრძელდება. ზოგადად საკადრო ცვლილებები არის ჩვეულებრივი პროცესი, ზოგად შესაძლებელია დანარჩენს საზოგადოება გაიგებს, როცა ამის დრო დადგება ჩვენ გვექნება ყველაფერთან დაკავშირებით კონსულტაციები. მე გუშინაც მქონდა საუბარი თორნიკე რიჟვაძესთან. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით დღესვე წარვადგენთ პრეზიდენტთან ერთად ახალ კანდიდატურას. გვაქვს ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციები, ასევე შესაძლო კანდიდატთან კონსულტაციები", - ამბობს ირაკლი კობახიძე. "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი გარდა ღარიბაშვილისადმი უნდობლობისა, აძლიერებს კობახიძის კლანს, რათა საჭირო მომენტში მთლიანად კლანი "განტევების ვაქად" აქციოს და მას დააბრალოს როგორც სანქციები რეჟიმის წინააღმდეგ ასევე ეკონომიკური კრიზისი. ივანიშვილი ამით ეცდება, რომ თამაშიდან სუფთა გავიდეს და კონკრედულ დანაშაულებს ადრესატები ჰყავდეთ, მთავარი ადრტესატი კი ირაკლი კობახიძე იქნება.
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)