|
2025-04-04 16:01:39, 700 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ბელარუსისკენ მიაჭენებენ, მაგრამ არ გამოუვათ!
ბელარუსისკენ მიაჭენებენ, მაგრამ არ გამოუვათ! ბელორუსში გამოუვიდათ, მაგრამ აქ ცხვირ-პირს წაიმტვრევენ - ჯერჯერობით ერთობიან, რაღაც სისულელეებს იღებენ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც ცესკოს მიერ გატარებულ ცვლილებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ცხვირ-პირს მამაპაპურად, ქართულად დაიმტვრევენ“. „ბელარუსისკენ მიაჭენებენ, მაგრამ არ გამოუვათ... ბელორუსში გამოუვიდათ, მაგრამ აქ ცხვირ-პირს წაიმტვრევენ. ჯერჯერობით ერთობიან, რაღაც სისულელეებს იღებენ. ბელარუსულად უნდათ გააჭენონ, მაგრამ ცხვირ-პირს მამაპაპურად, ქართულად დაიმტვრევენ, ასე დამთავრდება ამათი [„ქართული ოცნების“] მთელი ძალისხმევა. რაღაც მამაძაღლობებით არიან დაკავებულები და უნდათ არჩევნებს რომ გააყალბებენ, ის უკვე უკანონო არ იყოს, „კანონიერი გაყალბება“ იყოს. ძალიან ცოტა ხანში ცხვირ-პირს დაილეწავენ, ეს რაღაც არ გამოუვათ. ამ ყველაფრის გაუქმებაც, გადათქმაც მოუწევთ და ხელისუფლების დათმობაც მოუწევთ“, - განაცხადა ელისაშვილმა. გარდა ამისა, ელისაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ვიღაც "ცუციკების" გადაადგილებით, არაფერი იცვლება“. „ათასი ჭორი გავიგე თორნიკე რიჟვაძეზე, რომ შეიძლება გომელაურის მაგივრად გადაიყვანონ, გადმოიყვანონ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ვიღაც "ცუციკების" გადაადგილებით, არაფერი არ იცვლება“, - აღნიშნა ელისაშვილმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)