|
2025-04-04 15:47:39, 624 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ანრი ოხანაშვილი რომ „სახელმწიფო გადატრიალების საქმეს“ დაიწყებს, ამას წყალი არ გაუვა
ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო გადატრიალების საქმეს რომ დაიწყებს, ამას წყალი არ გაუვა. ის, რომ პროტესტს აღმავალი ხაზი სჭირდება, ის, რომ რუსთაველი საკმარისი არაა, ის, რომ „ქოცი“ მხოლოდ შეძახილით არ გახმება, ეს ჩვენი, პოლიტიკოსების თავის ტკივილი და საფიქრალია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, კრიტიკა სწორია, თუმცა საუბარი იმაზე, რომ „არაფერს არ აკეთებენ“ - არასწორი. „ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო გადატრიალების საქმეს რომ დაიწყებს, ამას წყალი არ გაუვა. საინტერესო ისაა, ამისთვის ლილუაშვილის შეცვლა რატომ გახდა საჭირო. ალბათ, მალე გავიგებთ. ცესკომ რომ თავისი დადგენილებით კიდევ უფრო გაამარტივა გაყალბება, ამაზე ლაპარაკს რა აზრი აქვს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თუ არ გავდივართ (და არ გავდივართ)? წულუკიანის კომისია, პირველ რიგში, სანახაობაა. უნდა გვახსოვდეს, რომ სანახაობას 2 მხარე ჰქმნის: დამხვედრი წულუკიანი და მიმსვლელი „არაქოცი“, ამიტომ იქ სიარული „ქოცური“ პროპაგანდის დახმარებაა. აიკრძალება თუ არა წულუკიანის კომისიის საფუძველზე პარტიები? თუ კი, არ სჯობს ახლავე ვილაპარაკოთ იმაზე, რომ სრული ართანამშრომლობა გვაქვს რეჟიმთან? და არ აკრძალვის შემდეგ დაშვების დონეზე: რომც არ ავეკრძალეთ, მაინც არ მივიღებდით მონაწილეობას, მაინც არ ვიზამდით ამას, მაინც… ის, რომ არჩევნები არავის უღიარებია, ქართველი ხალხის პროტესტის, „ენჯეოების“ დიდი შრომის და ქართული ოპოზიციის მუშაობის და სწორი პოზიციის (ქოცური არჩევნების დელეგიტიმაციის) შედეგია. ეს ყველაფერი უცხოეთიდან გვიბრუნდება, როგორც „ქოცების“ არცნობა და სანქციები, რაც თავისით არ ხდება და მუშაობის ერთდღიანი ჩაგდებაც კი არ შეიძლება. ის, რომ პროტესტს აღმავალი ხაზი ჭირდება, ის, რომ რუსთაველი საკმარისი არაა, ის, რომ „ქოცი“ მხოლოდ შეძახილით არ გახმება, ეს ჩვენი, პოლიტიკოსების თავის ტკივილი და საფიქრალია, პირველ რიგში. ასე რომ, კრიტიკა სწორია, მხოლოდ „არაფერს არ აკეთებენ“ - არასწორი. ზოგიერთი სხვა ტექსტი კი არაფერს ემსახურება, პროცესის მორალიზაციის გარდა და ურთიერთგაუცხოების გარდა, შედეგად არაფერი მოაქვს“, - წერს გვარამია.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)