|
2025-04-04 14:29:17, 499 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ორივე შესაძლო სცენარისთვის ვართ მზად - ტრამპი ან ამარცხებს “დიფ სთეითს“, ან ვერ
ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას. არჩევნები როცა ტარდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა, უარეს სცენარზეც გვქონდა გათვლილი და ეს უარესი სცენარი იქნებოდა იგივე მმართველობის დარჩენა ხელისუფლებაში, რაც მანამდე მოქმედებდა. ამ სცენარისთვისაც კი ვიყავით ჩვენ აბსოლუტურად მზად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ვერც ამ სცენარის პირობებში ვერ შეარყევდა ვერავინ საქართველოს დამოუკიდებლობას. „ახლა უკვე მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა ტრამპის არჩევამ. მთავარი შედეგი არის ის, რომ საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ სხვანაირად გაიგო. უკვე ხედავთ, რომ ახალი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში საუბრობს იგივეს წინა ხელისუფლებაზე, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 4 წლის განმავლობაში. ეს უკვე ძალიან ხელშესახები, მნიშვნელოვანი შედეგია. რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, ვნახოთ, ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად. არის 2 შესაძლო სცენარი, ერთი სცენარია, რომ ტრამპი ამარცხებს Deep State-ს, ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენთვის კარგი სცენარი, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, მაგრამ თუ ტრამპი ვერ დაამარცხებს Deep State-ს, ამ შემთხვევაში, არის რისკი იმისა, რომ ისევე გაგრძელდეს მოვლენების განვითარება, როგორც ეს გრძელდებოდა გასული 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ორივე სცენარისთვის ვართ მზად, ვერცერთი სცენარის პირობებში ვერავინ ვერ შეარყევს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას", - განაცხადა ,,ოცნების'' პრემიერ-მინისტრმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)