|
2025-04-03 15:37:52, 520 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ხელმოცარული პოლიტიკოსია
რეალურად, სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად ხელმოცარული პოლიტიკოსია - რასაც ის ცდილობს არის იმ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას, ექსტრემისტულ დაჯგუფებებს აქვთ შექმნილი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, “სალომე ზურაბიშვილის და კოლექტიური “ნაცმოძრაობის” არავის არ სჯერა.” „რეალურად, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ არსებობს, ამიტომ არანაირი აქტიურობა, რითაც ის კვლავ ცდილობს, თავისი უცხოელი დავალებების მიმცემები კვებოს, არ გამოუვა. რატომ? - პირველი და მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილის და "კოლექტიური ნაცმოძრაობის” არავის არ სჯერა. რეალურად, მათ არანაირი ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვთ ჩვენს ქვეყანაში. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა რამდენიმე დღის წინ იქ, სადაც მცდელობა ჰქონდათ, რომ აქცია ჩაეტარებინათ. იქ მყოფი მცირე საზოგადოება სალომე ზურაბიშვილს სტვენით და შეძახილებით გამოეხმაურა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ "კოლექტიური ნაცმოძრაობის” ყველა ე.წ ლიდერზე, რადგან მათი პოლიტიკური გზა ფაქტობრივად, კრახით არის დასრულებული და ამ მოცემულობიდან გამოსვლაში ეს ფსევდო მიმართულებები, დაპირებები და იმის ინსცენირება თითქოს ისინი კიდევ აქტიურ პოლიტიკაში არიან, არაფრის მომცემია. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პასუხის მსგავსი იმ ძალების, იგივე “დიფ სთეითისადმი”, საიდანაც ეს ადამიანები საქართველოში იმართებიან”, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)