|
2025-04-03 15:07:25, 533 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - ველოდებით გივი თარგამაძის გამოხმაურებას, მოვა თუ არა კომისიის სხდომაზე
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, პოლიტიკოს გივი თარგამაძისგან ელოდება გამოხმაურებას მივა, თუ არა 8 აპრილს საგამოძიებო კომისიაზე კითხვებზე საპასუხოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი საქმის პროკურატურაში გადაგზავნის თაობაზე კენჭს უყრიან, - აღნიშნულის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც მან განმარტა, პარასკევს პარლამენტში პლენარული სესია გაიმართება, რა დროსაც პარალელურად კომისიის სხდომა ვერ ჩატარდება, შემდეგ მოდის შაბათი-კვირა და ხარების დღესასწაული, შესაბამისად, ამ დღეებში საგამოძიებო კომისიის სხდომა ვერ ჩატარდება. ამიტომ, თეა წულუკიანის განმარტებით, დაელოდებიან გივი თარგამაძეს და სხდომა 8 აპრილს განახლდება. „გთავაზობთ, რომ დაველოდოთ ბატონი გივი თარგამაძის გამოხმაურებას. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, შეიძლება ადამიანი ავად გახდეს, იყოს რაიმე ობიექტური მიზეზი და ა.შ. თუ ასეთი მიზეზი სამშაბათამდე არ აღმოჩნდა, ჩვენ სხდომის დასაწყისში ვიმსჯელებთ მის შემთხვევაზე და ვუყრით კენჭს მისი საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხს“, -განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დოკუმენტი გაავრცელა რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია იბარებს. ამავე დოკუმენტის თანახმად, კომისია გივი თარგამაძისგან ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვს 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. კომისიის საპასუხოდ, გივი თარგამაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ პარლამენტში შექმნილ დროებითმა საგამოძიებო კომისიაზე მისვლას არ აპირებს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)