|
2025-04-03 11:02:45, 458 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - კომისიის საქმიანობა არ ემსახურება მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის უკვე არის დისკრედიტირებული
ჩვენი კომისიის საქმიანობა არ ემსახურება ბატონი მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის უკვე არის დისკრედიტირებული, - ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა. წულუკიანის მიმართავს ხაზარაძეს, რომ რადგანაც მან უარი თქვა, მისულიყო კომისიის სხდომაზე, მაშინ „დაანებოს ამ კომისიას თავი და მიხედოს სასამართლოს, სასამართლო პროცესს და პროკურორს ელაპარაკოს“. „გუშინ, ჩვენ ვნახეთ, რომ ბატონი მამუკა წარდგენილი იყო სასამართლოს წინაშე ბრალდებულის სახით, მას დღეს აქვს ბრალდებულის სტატუსი. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ბატონი მამუკა თავისი გასამართლების პროცესს უნდა დაელოდოს შინ, მაგრამ ამისთვის უნდა გადაიხადოს 50 000 ლარის ოდენობის გირაო. ეს, რა თქმა უნდა, არ არის არც განაჩენი და არც გასამართლება, მარტივ ენაზე ვამბობ, რომ ყველამ კარგად გაგვიგოს. სასამართლო პროცესები წინ არის და აპრილი-მაისის თვის განმავლობაში, როგორც ამას კანონით დადგენილიო ვადები ითვალისწინებს შევიტყობთ, რა იქნება განაჩენი, რომელიც მასთან დაკავშირებით გამოვა. მანამდე, დაახლოებით 2 - თვიანი პროცესია წინ და ამას ყველა ყურადღებით დავაკვირდებით. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მას ვუპასუხო, როდესაც კომისიას მან ბრალი დასდო იმაში, რომ თითქოს ჩვენი საქმიანობა ემსახურება მის დისკრედიტაციას. ჩვენი კომისიის საქმიანობა არ ემსახურება ბატონი მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის უკვე არის დისკრედიტირებული, ვინაიდან, როგორც აქ მოსმენილი ფაქტებით ირკვევა, ბატონი მამუკა და „თიბისი ბანკი“ მაშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს რეალურად იყვნენ გარკვეული ტიპის ხელის ბიჭები, რომლებიც თავს აყენებინებდნენ და ბანკს აყენებინებდნენ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს და სხვებს იმისთვის, რომ მშრომელი ადამიანების საკუთრების უფლება შელახულიყო და მაშინ, არც იმას ერიდებოდა ბატონი მამუკა და როგორც ჩანს, არც ბატონ ბადრის არ ქეჯნიდა სინდისი, როდესაც ეს ადამიანები გაუძალიანდებოდნენ სისტემას, ისინი ხვდებოდნენ საპატიმროში, აწამებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ეს არის მამუკა ხაზარაძის მთელი ავან-ჩავანი და ანი და ჰოე. ახლა მას აქვს ბრალდებულის სტატუსი, ამიტომ რადგან ამ კომისიაზე არ გამოცხადდა, დაანებოს ამ კომისიას თავის და მიხედოს სასამართლოს, სასამართლო პროცესს და პროკურორს ელაპარაკოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)