08:02 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 10:12:35, 732 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - ივანიშვილისთვის ჩიხიდან გამოსავალი ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა!

"ივანიშვილი ისევ ძველი ტრიუკებით ცდილობს სიტუაციის გადარჩენას – საკუთარ გუნდს წირავს, რომ სისტემა გადატვირთოს მაგრამ ეს აღარ იმუშავებს!

შიდა დაპირისპირება უკვე სახეზეა!

კობახიძე ჩანაცვლდება ლილუაშვილით – ეს დროის საკითხია, რაც კრიზისის ნიშანია და არა კონსოლიდაციის!

ოხანაშვილის გადაყვანა უსაფრთხოების სამსახურში მხოლოდ დამზღვევი სვლაა კობახიძის დასამშვიდებლად.

დასავლური სანქციები ივანიშვილის რეჟიმისთვის სასიკვდილო განაჩენია – კორუფციული სქემები ინგრევა, ფულის მოძრაობა ბლოკირებულია, ოლიგარქიული მართვა მწყობრიდან გამოდის!

„ტრამპი ჩვენია" ზღაპარიც გაქრა – ვეღარც ხალხს ატყუებენ და ვეღარც დასავლეთს!

რეჟიმის ირგვლივ რკალი ვიწროვდება – დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს!

ივანიშვილისთვის ჩიხიდან გამოსავალი ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა!

ჩვენი ბრძოლა ამართლებს – ახლა უკან დახევის დრო არ არის!"-აცხადებს პაატა მანჯგალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics