|
2025-04-02 19:50:52, 697 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - ამ კომისიის მიზანი არასდროს ყოფილა სიმართლის დადგენა
საქალაქო სასამართლოში “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა დასრულდა. როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ ჯაფარიძემ მედიასთან განაცხადა, პროკურორებს პროცედურული საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები. „ჩვენ გვქონდა პროკურორებთან შეხვედრა მაგისტრ მოსამართლის თანდასწრებით. მათ დამისვეს კითხვები, რაზეც გავეცი პასუხი. ასევე, გვქონდა საუბარი ჩემ [ფეისბუქ] პოსტთან დაკავშირებით, რომელიც გასაჯაროვდა, სადაც გამოხატული მაქვს პოზიცია ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიმართ. სასამართლო დარბაზშიც ვთქვი, რომ ეს არის ჩემი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელება, ეს პოზიცია არ დამიმალავს. ცხადია, ეს პოზიცია გამოხატულია ჩემივე პოსტში, რომელიც საჯაროდ გავავრცელე. პროკურორებს აინტერესებდათ პროცედურული საკითხები: როდის გავიგე დაბარების შესახებ , რა პირობებში გავიგე, მივიღე თუ არა შეტყობინება. ქალბატონი წულუკიანი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით. ჩემ მიმართ საჯაროდ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადება გაუვრცელებია. წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩვენ მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიას ეწევა, შესაბამისად, მე ამ კამპანიაში მონაწილეობას არ ვაპირებ“,- განაცხადა ჯაფარიძემ. კითხვაზე, ელოდება თუ არა ბრალის წარდგენას, ჯაფარიძე პასუხობს, რომ იქიდან გამომდინარე,რომ სასამართლო უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს, მას პოზიტიური მოლოდინი არ აქვს. მისივე თქმით, კომისიის მიზანი არ არის სიმართლის დადგენა, არამედ მისი მიზანია პოლიტიკური ოპონენტების „გაშავება“. „ვერ გეტყვით. ამ სიტუაციაში, როდესაც ყველა ინსტიტუცია მიტაცებულია, ამ ვითარებაში მოლოდინი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ პოზიტიური მოლოდინი არ უნდა გქონდეს. იმდენ უკანონო გადაწყვეტილიყოს იღებს ეს სისტემა, რომ მოლოდინი აქ ყოველთვის შესაფერისი იქნება, რაც შეეხება ცილისმწამებლურ კამპანიას , რომელსაც წულუკიანი და მისი ამფსონები აწარმოებენ , ცხადია ამ კამპანიას ერთადერთი მიზანი აქვს - პოლიტიკური ოპონენტების „გაშავება“ , სიბინძურის გავრცელება, ცხადია რომ ეს ამათი სტილია. ჩვენ ამას მშვიდად ვუპასუხებთ და იმით, რომ არ ვაპირებთ ვცნოთ პარლამენტის ლეგიტიმურობა ან ხელი შევუწყოთ ამას. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ის ხაზი, რომელიც დღემდე გვქონდა. ამ კომისიის მიზანი არასდროს ყოფილა სიმართლის დადგენა, მისი ამოცანაა ადამიანების „გაშავება“, პროპაგანდისტული კამპანიის წარმოება, ამის ხელშეწყობა არის დათანხმება ამ ძალადობრივი რეჟიმის მეთოდებზე, ჩვენ ამაზე დათანხმებას არ ვაპირებთ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)