|
2025-04-02 17:25:32, 647 ნახვა
ემანუელ მაკრონი მარინ ლე პენის საქმეზე - კანონი ყველასთვის ერთია
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყნის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კანონი ყველასთვის ერთია. ფრანგული მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონის კომენტარი მედიას საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა, სოფი პრიმარსმა გააცნო. საფრანგეთის მთავრობის პრესმდივნის თქმით, მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ემანუელ მაკრონმა მარინ ლე პენის განაჩენთან დაკავშირებით სამი ძირითადი პუნქტი გამოყო. ემანუელ მაკრონის შეფასებით, სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია, მარინ ლე პენის საქმეზე მომუშავე მოსამართლეების მიმართ მუქარები მიუღებელია, ასევე ყველას აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება და კანონი ყველასთვის ერთია. ამასთან, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია განაჩენი, აქვს აპელაციის წარდგენის უფლება. 31 მარტს პარიზის სასამართლომ ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე დამნაშავედ ცნო. მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – შინაპატიმრობა, ორი წელი კი პირობითი სასჯელია, მას ასევე ხუთი წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)