|
2025-04-02 16:51:58, 608 ნახვა
პოლიტიკა
კაია კალასი - საქართველოში არსებული ვითარება ძალიან რთულია
საქართველოში არსებული ვითარება ძალიან რთულია, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირს და მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. თუმცა საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ სხვა გზა აირჩია. კითხვაა, რომელი ინსტრუმენტების გამოყენება შეგვიძლია? ჩვენ უკვე გადავამისამართეთ საქართველოს მთავრობისადმი გამიზნული სახსრები სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობოების მხარდაჭერისკენ, რათა დავეხმაროთ მათ ევროპული გზით მოძრაობაში“, – განაცხადა კალასმა. ამავე ინტერვიუში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივაზეც და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ამ საკითხზე არანაირი პოზიტიური გზავნილები არ არის. კალასი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უნდა მონაწილეობდეს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში, რადგან ეს უშუალოდ უკავშირდება ევროკავშირის უსაფრთხოების თემას და არცერთი შეთანხმება არ იმუშავებს ევროპის ჩართულობის გარეშე. ამასთან, კითხვაზე, რომ სანქციებმა რადგან არ იმუშავა, ევროკავშირი ხომ არ გეგმავს რაიმე კონკრეტულს საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით, კალასმა აღნიშნა: „ჩვენ გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ეს არის პრობლემა. ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ იმაზე, რისი გაკეთბაც შეგვიძლია. დავაწესეთ სავიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის, მაგრამ მუდმივად განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია რეალურად“, – განაცხადა კაია კალასმა. დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების გეგმაზე დასმული კითხვის საპასუხოდ კალასმა განაცხადა, რომ ეს გამოიწვევს ფასების გარდაუვალ გაზრდას. მისივე თქმით, ევროკავშირს ასევე აქვს საკუთარი გეგმა. ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ სავაჭრო ომი არ დაიწყება. კაია კალასის თქმით, ევროკავშირი განიხილავს დახმარების გაწევის საკითხს იმ ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დარჩნენ ან მომავალში დარჩებიან აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე. ამ შემთხვევაში საუბარი ასევე ეხებოდა „რადიო თავისუფლებასაც“. როგორც კალასმა აღნიშნა, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია და წვდომა სანდო ინფორმაციასთან. ამასთან, კალასმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის შემცირების გამო ევროკავშირს დახმარების თხოვნით არაერთი ორგანიზაცია და ქვეყანა მიმართავს. ამიტომ, მისივე თქმით, ევროპას, რომელიც ვერ შეძლებს ყველას დახმარებას, მოუწევს ამ დახმარების გეგმისა და მოცულობის განხილვა.
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)