|
2016-03-14 12:02:46, 3207 ნახვა
Lifestyle
პეტრიაშვილი: ტერორი გრძელდება, „იუთუბის“ გათიშვა უშველის მაგას?
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილის ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეოკადრების გავრცელებას ეხმაურება. „ეს გამავრცელებლები რომ მთელ მოსახლეობას ატერორებენ, გავიგეთ! საზოგადოება და განსაკუთრებით ჟურნალისტები რო მაგრა ვდგავართ, ესეც მაგარია, მაგრამ უკვე მიჩნდება ხელისუფლების სრული უსუსურობის მწვავე განცდა. აქ არაფერ შუაშია პოზიცია ოპოზიცია. ხელისუფლებას სამწუხაროდ არ შეუძლია. ჩართავდით ალბათ უცხოელებსაც, მაგრამ ფაქტია: ტერორი გრძელდება, კადრები ვრცელდება. „იუთუბის“ გათიშვა უშველის მაგას? მაშინ ინტერნეტი ჩავხსნათ და მივაწვეთ ჩრდ კორეას და რუსეთს. ეგ არაა გამოსავალი. მოვრჩეთ ხელის გაშვერას, ყველა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ წავაქციოთ ეს ბინძურები!“, - წერს ალექსი პეტრიაშვილი. სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეოკადრები გავრცელდა. ამჯერად ვიდეოში ასახული პირების სახეები დაფარულია. ვიდეოს განარტებაში ნათქვამია: „წადით პოლიტიკიდან და არ დაიდება კადრები თუ არადა და ელოდეთ შემდეგ სერიებს“. ცნობისთვის, Youtube-ს შესახებ გავრცელებული ცნობა, რომ სპეციალურად დაიბლოკა „ექსპრესნიუსს“ კომპანია „კავკასუს ონლაინსა“ და „სილქნეტში“ არ დაუდასტურეს. კომპანიების ცხელ ხაზზე აცხადებენ, რომ ტექნიკური პრობლემაა და მალე გამოსწორდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)