|
2025-04-02 14:52:18, 915 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამენტს, ისევე როგორც მის შექმნილ კომისიას
ჩვენ სხდომაზე ძალიან მკაფიოდ წარვადგინეთ ის არგუმენტები, თუ რატომ არ მივედი [საგამოძიებო კომისიაზე] - პროკურატურისაც და სასამართლოსაც ვაცნობეთ, რომ ჩემი არ გამოცხადება არალეგიტიმურ პარლამენტში, შესაბამისად მის მიერ შექმნილ არალეგიტიმურ კომისიაში, ჩემი შეგნებული ნაბიჯია,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა. ხაზარაძის თქმით, მისი „ურყევი პროტესტია“ ის, რომ „არალეგიტიმურ პარლამენტს“ არ აღიარებს. „ჩვენ, პირადად მე და ჩვენმა ადვოკატებმა, სხდომაზე წარვადგინეთ ძალიან მკაფიოდ ის არგუმენტები, თუ რატომ არ მივედი [საგამოძიებო კომისიაზე]. ეს არ მისვლა იყო შეგნებული. ამის შესახებ ვაცნობეთ პროკურატურასაც და სასამართლოსაც, რომ ჩემი არ გამოცხადება არალეგიტიმურ პარლამენტში, შესაბამისად მის მიერ შექმნილ არალეგიტიმურ კომისიაში, ჩემი შეგნებული ნაბიჯია. ამასთან დაისვა კითხვა შესწავლილი იქნა თუ არა ამ კომისიის არალეგიტიმურობა, როცა პროკურატურამ ჩემ წინააღმდეგ ბრალის წაყენება და გამოძიება დაიწყო. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი არ აქვთ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ფართო საზოგადოებისთვის, რომ არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამენტს, ისევე როგორც მის შექმნილ კომისიას. ისევე, როგორც არ აღიარებს ამ არალეგიტიმურ პარლამენტს ცივილიზებული სამყარო, დემოკრატიული ქვეყნები. ეს არის ჩემი ურყევი პროტესტი და ის იქნება მყარი. არანაირი და ვერანაირი გადაწყვეტილება მე არ რწმენას ვერ შემაცვლევინებს. ეს განვუცხადე მოსამართლესაც“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს, რომელიც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა" ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით, გირაოს შეტანის ვადა 30 დღე განისაზღვრა. ასევე შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ, ხაზარაძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა. ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)