10:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 14:37:04, 486 ნახვა

ბრიტანეთში გასამგზავრებლად EU-ს მოქალაქეებს ელექტრონული ნებართვის მიღება დასჭირდებათ

დიდ ბრიტანეთში გასამგზავრებლად ევროპელ ვიზიტორებს დღეიდან ელექტრონული ნებართვის მიღება დასჭირდებათ. გადაწყვეტილება არ შეეხებათ ირლანდიის მოქალაქეებს.

ელექტრონული სამოგზაურო ავტორიზაციის (ETA) სისტემა ყველა იმ ვიზიტორისგან, რომელსაც ბრიტანეთში შესვლისთვის ვიზა არ ჭირდება, წინასწარი ონლაინ ავტორიზაციის მიღებას მოითხოვს, რომლის ფასიც ახლა 12 ევროა, 9 აპრილიდან კი დაახლოებით 19 ევრო იქნება.

ელექტრონული სამოგზაურო ავტორიზაციის მოთხოვნაზე პასუხს ვიზიტორი აპლიკაციის შევსების შემდეგ ავტომატურად, რამდენიმე წუთში მიიღებს. აპლიკაციის კითხვარი შეეხება როგორც ბიოგრაფიულ დეტალებს, ასევე კრიმინალურ წარსულს.

ETA-ს სისტემა თავდაპირველად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გასულ წელს ამოქმედდა, მათ შორის, აშშ-ს, კანადისა და ავსტრალიის მოქალაქეებისთვის.

"ETA-ს გაფართოება მთელ მსოფლიოში აძლიერებს ჩვენს ერთგულებას, გავაძლიეროთ უსაფრთხოება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გზით". - თქვა ბრიტანეთის მიგრაციის მინისტრმა, სიმა მალჰოტრამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics