|
2025-04-02 13:46:49, 703 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ხაზარაძის მიზანი არის სახელმწიფოს არაღიარება
კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. კომისიამ მოითხოვა მოსვლა, მამუკა ხაზარაძე არ მოვიდა - უფრო მარტივი კვალიფიკაციის სისხლისსამართლებრივი კაზუსი ბუნებაში არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის მიზანი, როდესაც ის უარს აცხადებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებში მონაწილეობაზე, სწორედ სახელმწიფოს არაღიარებაა. „მათ როდესაც გადაწყვიტეს, ხალხს უთხრან, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ეს არის სიმულაციის, თაღლითობის, უტიფრობის ყველაზე მაღალი ხარისხი, იმიტომ, რომ ფაქტის უფრო მარტივი იურიდიული ინტერპრეტაცია არ არსებობს. სახელმწიფოს არაღიარებაა მისი [ხაზარაძის] მიზანი. არ აღიარებს რას ჰქვია? ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ამ ქვეყანაში იწოდება პოლიტიკოსად ჯერ კიდევ, ამ ქვეყანაშია სამწუხაროდ, ოპოზიციონერად პოზიციონირებული სააკაშვილის „რეკეტიორი“. ყოველ მეორე საქმეში „რეკეტიორი“ რომ აღმოჩნდება, ეს ადამიანი, პოლიტიკოსად არის წოდებული. წარმოიდგინეთ თაღლითობის ხარისხი, მან ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილს მოუნდომა იმის დაჯერება, რომ 17 მილიონი ისე ვასესხე ჩემს მეგობარს თუ პირიქით, ვისესხე ჩემი ბანკიდან, რომ მერე გავიგე წლების შემდეგ ამის შესახებო“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)