11:57 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 11:52:52, 757 ნახვა

ნიკა გვარამია პარლამენტის საგამოძიებო სხდომაზე დაიბარეს

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია პარლამენტის საგამოძიებო სხდომაზე დაიბარეს. ინფორმაციას თავად გვარამია ავრცელებს.

მე მარტო დილის 7 საათზე მცალია. ასე გვიან ვერ მოვალ.

ბატონო ნიკა,

ვინაიდან ტელეფონს მითიშავთ, გაცნობებთ, რომ პარლამენტის კომისიის მიერ მოთხოვნილია თქვენ მიერ ახსნა-განმარტების მიცემა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარებისა და, მომდევნო წლებში, შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესების შესახებ, რისთვისაც მოწვეული ბრძანდებით მიმდინარე წლის 8 აპრილს, 10.00 საათზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ამგვარი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პატივისცემით,

საპარლამენტო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი

ნინო ჭიპაშვილი", - წერს ნიკა გვარამია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, აშშ-მ და ირანმა ორმხრივი დაბომბვები განაახლეს
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics