|
2025-04-02 11:51:06, 800 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი - სინამდვილეში, არჩევნების სამინისტრო შექმნეს
სინამდვილეში არჩევნების სამინისტრო შექმნეს და ზუსტად ის კაცი დაუნიშნეს მინისტრად, რომელსაც ბოლოს ზუსტად ეს საქმე ჰქონდა დავალებული, საარჩევნოდ რეგიონების უზრუნველყოფა, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი წერს, რითაც მთავრობის საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, ხელისუფლებაში „იმედი აქვთ, რომ სუს-ის უფროსის ცვლილებას უცხოელებთან კარგად „გაყიდიან“. „სინამდვილეში არჩევნების სამინისტრო შექმნეს, და ზუსტად ის კაცი დაუნიშნეს მინისტრად, რომელსაც ბოლოს ზუსტად ეს საქმე ჰქონდა დავალებული, საარჩევნოდ რეგიონების უზრუნველყოფა. იმედი აქვთ სუს-ის უფროსის ცვლილებას უცხოელებთან კარგად „გაყიდიან“. არჩევნების შემდეგ, სადაც ოპოზიცია დაობდა იქ, ცვლილება განვახორციელეთო. ოხანაშვილის გადანაცვლება მგონი ყველაზე მარტივად ასახსნელია, კობახიძეს აბარებს ბოლომდე ბიძინა სისტემას, მასვე კიდევ მთლიანად პასუხისმგებლობას, მასვე შეეცდება შეაწმინდოს ხელები ბოლომდე“, - წერს თინა ხიდაშელი. ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს. რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილია წარდგენილი, რომელიც იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა. იუსტიციის მინისტრის პოსტზე კი ოხანაშვილს „ქართული ოცნების“ დეპუტატი პაატა სალია შეცვლის.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)