|
2025-04-01 18:13:17, 885 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს
ნათელია, რომ ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის 90 წევრი, ყველა მინისტრი, პარტიის ყველა მხარდამჭერი ერთი “მესიჯბოქსით” საუბრობს და “ქართულ ოცნებას” ყველა გამოეცალა, ვინც ნამდვილად პროევროპული, პროდასავლური იყო. “ის [ბიძინა ივანიშვილი] არაფორმალური ხელი იყო ქართულ პოლიტიკაში დასაწყისიდანვე. ხანდახან პირდაპირ მოქმედებდა - პრემიერ-მინისტრი როცა იყო, სხვა დროს უკან იხევდა და ამბობდა, რომ არასდროს დაბრუნდებოდა [პოლიტიკაში], მერე ბრუნდებოდა. დღეს ნათელია, რომ ის ყველა გადაწყვეტილებას იღებს. წლების განმავლობაში “ქართულ ოცნებას” ყველა ადამიანი გამოეცალა, ვინც ნამდვილად პროევროპული, პროდასავლური იყო, და ბევრი ასეთი იყო, ვინც ტრადიციული ქართველი პოლიტიკოსები იყვნენ, ვინაიდან, თავიდან “ქართული ოცნება” როგორც დიდი კოალიციით მოვიდა… ასე რომ, ამ დროისთვის ეს ძალიან მცირე, შიგნით შეტრიალებული “ქართული ოცნებაა”, ძალიან მცირე ინტელექტუალური შესაძლებლობებით და ნათლად “ერთი კაცი - ერთი გადაწყვეტილებაა”, ვინაიდან ყველა - პარლამენტის 90 წევრი, ყველა მინისტრი, პარტიის ყველა მხარდამჭერი - ისინი ყველა ერთი “მესიჯბოქსით” საუბრობენ. ერთი განსხვავებული განცხადებაც კი არ არის ნებისმიერ საკითხზე, თუნდაც საკითხებზე, რომლებიც ძალიან პირდაპირ პოლიტიკური არ არის, რაზეც განსხვავებული აზრი შეიძლება გაჟღერდეს მაგათგან ვინმესგან. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში არ მომხდარა, ეს სრული მონოლითია და ძალიან ცხადია, რომ ბატონი ივანიშვილია ის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)