|
2025-04-01 17:34:17, 899 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - რეჟიმი ცდილობს, ყველა დასაჯოს, სრული სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს ეხმაურება. როგორც ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული პროცესი პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და არავითარი კავშირი არ აქვს სამართალთან. "მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი ცალსახად პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და არავითარი კავშირი არ აქვს სამართალთან. რეჟიმი ცდილობს, ყველა დასაჯოს, ვინც მის სიცრუეს და უსამართლობას არ ეგუება, მაგრამ ეს არ გაუვა! სრული სოლიდარობა მამუკას! ივანიშვილი ამ ბრძოლას ვერ შეაჩერებს და ის აუცილებლად დამარცხდება!" , - წერს გიორგი ვაშაძე. ცნობისთვის, პროკურატურამ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლი, რითაც ხაზარაძეს ბრალდება წარედგინა, "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)