08:45 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 16:44:27, 721 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ქმედებებს

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სამწუხარო მოცემულობაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციაშიც აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ქმედებებს.

მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებების არაერთი საჯარო ფაქტია.

„იბრძოლეს, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ქვეყანა გაეშავებინათ და ა.შ. რა თქმა უნდა, კომისიის დასკვნაში ეს მტკიცებულებებიც უნდა დაემატოს. ვცდილობთ, მტკიცებულებებს თავი მოვუყაროთ და დასკვნაში აისახოს. ბევრი გამოსაძიებელი არაფერი აღარ არის, როცა ადამიანები მოდიან და იმ უბედურებებს ჰყვებიან, რასაც „ნაცმოძრაობა“ სჩადიოდა. ამას 2012 წლის შემდეგაც აკეთებენ“, – განუცხადა მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ცნობისთის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდა. გადაწყვეტილება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრება „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics