|
2025-04-01 15:40:11, 911 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - „ახალი“ მზადაა იმოქმედოს კოორდინაციის რეჟიმში, თუ არ დარჩება რეჟიმის ლეგიტიმაციის საფუძველი
„პარტია „ახალი“ ყოველთვის მისცემს შანსს კოორდინაციას და ერთიან ქმედებებს საქართველოს ინტერესებში, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პარტია „ახალი“ მზადაა იმოქმედოს კოორდინაციის რეჟიმში ნებისმიერ პროდასავლურ აქტორთან, მხოლოდ იმ დათქმით, რომ არ დარჩება არავითარი ბუნდოვანება და სივრცე ინტერპრეტაციისთვის იმგვარ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც პოტენციურად შესაძლოა გახდეს ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის საფუძველი. „პარტია „ახალი“ ყოველთვის მისცემს შანსს კოორდინაციას და ერთიან ქმედებებს საქართველოს ინტერესებში. მაგრამ ფუნდამენტურ საკითხზე - სრული ართანამშრომლობა რეჟიმთან, მათ შორის: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი, არალეგიტიმურ კომისიებში სიარულზე უარი და მსგავს ქმედებებზე ბოიკოტის მკაფიო და ცალსახა მხარდაჭერის გარეშე, მეტიც, შეთანხმებაზე ხელმოწერაზე უარი სწორედ ამ საკითხებზე მკაფიო ჩანაწერის გამო და პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ერთი კონკრეტული პარტიის („გახარია საქართველოსთვის“) უარის გამო, ეს საკითხები საერთოდ არ დაფიქსირებულიყო წინააღმდეგობის პლატფორმის სადამფუძნებლო დოკუმენტში, არ მიგვაჩნია გამართლებულად. პარტია „ახალი“ მზადაა იმოქმედოს კოორდინაციის რეჟიმში ნებისმიერ პროდასავლურ აქტორთან, მხოლოდ იმ დათქმით, რომ არ დარჩება არავითარი ბუნდოვანება და სივრცე ინტერპრეტაციისთვის იმგვარ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც პოტენციურად შესაძლოა გახდეს ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის საფუძველი. ამ საკითხზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ სხვა წევრები თავად გააკეთებენ განმარტებას საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით“, - წერს გვარამია. შეგახსენებთ, პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი იმ პარტიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ „წინააღმდეგობის კომიტეტს“ უერთდებიან. „გახარია, „ლელო“, „დროა“, „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - ესენი შემოერთდნენ ახალ ფორმატს პრეზიდენტთან“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. შესაბამისად, აღნიშნული ჩამონათვალის მიხედვით, „წინააღმდეგობის კომიტეტის“ ფორმატში არ მონაწილეობენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებიდან“ ნიკა გვარამიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარტიები. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა წინააღმდეგობის კომიტეტის შექმნა გუშინ, რუსთაველზე გამართულ აქციაზე დააანონსა. ახალი ფორმატის ფარგლებში ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა დღეს გამართა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)