|
2025-04-01 13:29:23, 742 ნახვა
პოლიტიკა
გივი თარგამაძე საგამოძიებო კომისიაზე - რუსის ქალის პირადი წერილის საფუძველზე შექმნილ კომისიაზე მოვიდე?
პოლიტიკოსი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაიბარა, თუმცა მისვლას არ აპირებს. გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მას 3 აპრილს, 11 საათზე იბარებს. ამავე დოკუმენტის თანახმად, კომისია გივი თარგამაძისგან ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვს 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. საპასუხოდ გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს: „ეს კომისია რომ შექმენით, მაშინვე დავწერე, ჩემდა თავად მანდ მიმსვლელის დედაცთქო. ახლა დილაადრიან ფოსტას რომ მოსაწვევი მოატანინეთ, რა იფიქრეთ, საკუთარ დედას პატივს აღარ სცემსო? იმისი არ იყოს - ახლა ეს რომ მოიყვანეთ, ამ ქვევრს რა, შეეშინდებოდა და ყელი გაუგანიერდებოდაო? ამ რუსის ქალის პირადი წერილის საფუძველზე შექმნილ კომისიაზე მოვიდე? მაგ ინტერვიუს მერე რუსებმა ძებნაში რომ გამომაცხადეს, სობარ სუზარი საჯაროდ სწუხდა - რადგან, სამწუხაროდ, საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი არ გვაძლევს გადაცემის უფლებას, ეგებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ჯგუფი შემოვუშვათ და აქ, ადგილზე დაკითხონო. ახლა უნდა, მაგათი შედგენილი კითხვარით თავად დამკითხოს? ხომ, მართლა, ადამიანის უფლებები მე არ მებარა, მაგას ებარა, მანდ გიზით და რამე თუ გაინტერესებთ, მაგას ჰკითხეთ. უსაფრთხოება ებარა შრომის ინსპექციას, მე უშიშროება მებარა, გენიოსებო. ამაფეთქეთ. თქვენი ხელიდან მკვდარი ვარ. ხოდა მაგ კომისიაზე თეფში დაატრიალეთ, ეგებ ჩემი სული გამოგეცხადოთ“, - წერს გივი თარგამაძე ფეისბუქზე“.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)