|
2025-04-01 13:20:06, 546 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - სცენარი სალომე ზურაბიშვილის გალიდერებას გულისხმობდა
უკვე არავისთვის არ არის დასამალი, რომ სცენარი სალომე ზურაბიშვილის გალიდერებას გულისხმობდა - შეჯიბრი იმაზე ვინ უფრო მეტი ზიანის მომტანია საკუთარი ქვეყნისთვის, სალომე ზურაბიშვილის წაგებით დასრულდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გუშინდელ აქციაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. მისი შეფასებითვე, სალომე ზურაბიშვილმა “ვერ წარმოადგინა ის რესურსი, რომლითაც შეიძლება უკეთ დააზიანოს ქვეყანა, ვიდრე, მაგალითად, ლევან ხაბეიშვილმა და სწორედ ამან გამოიწვია უკმაყოფილება, რომელიც გუშინ ვიხილეთ”. „უკვე არავისთვის არ არის დასამალი, რომ სცენარი სალომე ზურაბიშვილის გალიდერებას გულისხმობდა. ხან ქოლგის შესახებ განაცხადა, ხან ქარტია წარმოადგინა, რომელზეც ხელი მოაწერინეს ადამიანებს, რომლებიც უზნეოდ და უწმაწურად აგინებდნენ მას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს სცენარი ვერ დაიდგა და ვერ განხორციელდა. რა საკვირველია, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ფაქტორი იმ ადამიანის უნიათობაა, რომელსაც ლიდერობაზე აქვს პრეტენზია, მაგრამ მეორე საკითხია ის, რასაც ვერასდროს ვერ დამალავ - ადამიანების შეუთანხმებლობა ერთმანეთში მთავარ სტრატეგიულ გეგმას უკავშირდება. ეს არის “კოლექტიური ნაცმოძრაობის” მიერ რევოლუციის განვითარება და მათი თვალსაზრისით, სალომე ზურაბიშვილი არ გამოდგება ამ გზაზე ლიდერობისთვის. სწორედ ამიტომ დაუდგეს მას გვერდით მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი. ამ პოზიციების შეუთავსებლობა მხოლოდ ერთი უბედურება არ არის, რასაც ჩვენ გუშინ ვადევნეთ თვალი. ლოზუნგების სიყალბე, თვალთმაქცობა, ადამიანების დამოკიდებულება არამხოლოდ ერთმანეთის, არამედ სახელმწიფოს, ხალხის, საზოგადოების ინტერესის მიმართ - ეს ყველაფერი აღრეულია და შეჯიბრი იმაზე ვინ უფრო მეტი ზიანის მომტანია საკუთარი ქვეყნისთვის, სალომე ზურაბიშვილის წაგებით დასრულდა. ვერ წარმოადგინა ის რესურსი, რომლითაც შეიძლება უკეთ დააზიანოს ქვეყანა, ვიდრე, მაგალითად, ლევან ხაბეიშვილმა და სწორედ ამან გამოიწვია უკმაყოფილება, რომელიც გუშინ ვიხილეთ”, - განაცხადა ვოლსკიმ. ამასთან, ვოლსკიმ ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლაზე და აღნიშნა, დიდ ბრიტანეთში მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის დემოკრატიის ის შუქურა, რომელმაც ყოფილი, უკვე მბჟუტავი შუქურა, მიხეილ სააკაშვილი ჩაანაცვლა. “დიდ ბრიტანეთში ვერ წარმოუდგენიათ, რომ საქართველოში მართლა ხდება ის, რაც თუნდაც გუშინ წინ მოხდა, რომ ამდენი ადამიანი იკრიბება იმისთვის, რომ ერთმანეთს შეეჯიბრონ, თუ ვინ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს საკუთარ ქვეყანას. მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის დემოკრატიის ის შუქურა, რომელმაც ყოფილი, უკვე მბჟუტავი შუქურა, მიხეილ სააკაშვილი ჩაანაცვლა. ვერ წარმოუდგენიათ, რომ ასეთი უმეცრება, უტიფრობა კიდევ არსებობს რაღაც პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომელსაც “კოლექტიური ნაცმოძრაობა” ჰქვია. ვერ წარმოუდგენიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ერთადერთია, ვისაც სისხლი არ აქვს ხელზე, ვერანაირად ვერ ჩაუდგა სათავეში ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ფიქრობენ სისხლი როგორ დაღვარონ საქართველოში. სალომე ზურაბიშვილს განა არ უნდა სისხლი, განა არ უნდა შეჯახება, მაგრამ ნაკლები რესურსი აქვს ამისათვის და ბრიტანეთში, ლორდთა პალატაში ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანები შეჯიბრებას ლიდერობის ხელში ჩასაგდებად მართავენ იმ ნიშნით, თუ რომელი უფრო დესტრუქციულია. ვერ წარმოუდგენიათ და ამიტომ იწვევენ ადამიანს, რომელსაც წონა არ აქვს არც როგორც პოლიტიკოსს, არც როგორც ადამიანს და არც როგორც ოპოზიციონერს. ვფიქრობ, მას არც სურვილი არ აქვს რომ არა ვალდებულებები, რომელიც განპირობებულია ხელფასით, რომელსაც “მაკკეინის” ინსტიტუტიდან იღებს. ანუ, “დიფ სთეითისგან” ხელფასს იღებს, მის მიმართ მოთხოვნებია და აღარ შეუძლია და აღარც თავს ანებს. სალომე ზურაბიშვილი ანეკდოტიდან “ზესტაფონელი ჯინია” - აღარც შეუძლია და აღარც ეშვება”, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, გუშინ რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით შეიქმნება წინააღმდეგობის პლატფორმა. მისივე თქმით, პლატფორმის მთავარი პრინციპი ის არის, რომ იგი ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, ვინც პროტესტის მოთხოვნებს იზიარებს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)