|
2025-03-31 15:02:04, 841 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - გიორგი გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის „ჯიბის ოპოზიციაა"
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის "ჯიბის ოპოზიციაა". "მნიშვნელოვანია, რომ ნაციონალური მოძრაობის გაუქმებაზე გამოვიდნენ და ხმა ამოიღონ. ვინც ხმას არ იღებს, იგივე გიორგი გახარიას პარტია, ჩემი წარმოდგენით, არის ბიძინა ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია. ნათია მეზვრიშვილით დაწყებული, რომელიც ოთარ ფარცხალაძის დროს, პროკურორი იყო. როგორ შეიძლება, ფარცხალაძის პირობებში პროკურორი ქალი რაიმე მორალური პედისტალიდან ლაპარაკობდეს. თავად გახარიაც მაღალ თანამდებობაზე იყო. ჩვენ ერთიანობისთვის მზად ვიყავით მათ შორის იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია [...] იქ გახარიასგან 5 ადამიანი თუ იქნებოდა, ამაში არანორმალური არაფერია, რადგან კოალიციური მთავრობა თუ მოვიდოდა, ისინი უმრავლესობაში მაინც ვერ იქნებოდნენ [...] ამათ არც ერთიანობა უნდოდათ, მუდმივად ქვას ისვრიან. ამ დაპირისპირებაშიც ეგ ხალხი ნახევარზე მეტი ბუჩქებში იმალება. კონკრეტულ პირებზე მაქვს საუბარი, თორემ იქ ზოგიერთი ისეთი პოლიტიკოსიცაა, ვისაც მე პატივს ვცემ და ძალიან კარგი ადამიანები არიან, ამაზე არაა ლაპარაკი, ყველაზე არაა საუბარი. მათ შორის, მიმაჩნია, რომ მათი ამომრჩევლები ამ ქვეყნის პატრიოტები არიან. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, მე საუბარი გახარიასა და მეზვრიშვილზე მაქვს. გამოვიდნენ, სწორი პოზიცია დაიკავონ და ვიტყვი, რომ ეს არის სწორი [...] პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. მე მიმაჩნია, რომ სწორი პოზიცია უნდა დაიჭირონ" - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)