|
2025-03-31 14:53:15, 630 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ზახაროვას პასუხი ამყარებს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ყაველაშვილს კრემლისგან მოწვევა აქვს
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის და კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტის, მარია ზახაროვას განცხადება ამყარებს საფუძველს ვარაუდის, რომ მიხეილ ყაველაშვილს კრემლისგან მიწვევა ნამდვილად აქვს მიღებული. ამის შესახებ ბოკუჩავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. „არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის განზრახვას რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი და კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა, რომელმაც ოფიციალურ განცხადებაში დასმულ კითხვაზე, არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია. აღნიშნა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია ისაუბრებს. ფაქტი ამყარებს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული მოწვევა მიხეილ ყაველაშვილს კრემლისგან ნამდვილად აქვს მიღებული. მაშინ, როდესაც ივანიშვილი სწორედ პუტინის მეთოდებით არბევს მშვიდობიან მომიტინგეებს, მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი სწორედ პუტინის მეთოდებით ებრძვის დემოკრატიულ, პროდასავლურ ოპოზიციას და აკრძალვით ემუქრება, მაშინ, როდესაც სწორედ პუტინის მეთოდებით აწამებს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ მომიტინგეებს და პოლიტიკურ ოპონენტებს, მაშინ, როდესაც პუტინის დაკვეთით და პუტინის საამებლად მეოთხე წელია პატიმრობაში იმყოფება პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. რაც მთავარია და ყველაზე მტკივნეული საქართველოს თითოეული პატრიოტისთვის, სწორედ პუტინის დაკვეთით ივანიშვილის რეჟიმი, ჯალათი წულუკიანის ხელით ცდილობს გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია რუსული ვერსიით და პუტინის სახელით გაასამართლოს ქართული სახელმწიფო, ქართული ჯარი და სარდლობა. ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციასთან ერთად, ახლა უკვე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადებით ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს მოწვევა არალეგიტიმურ, დე-ფაქტო პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს უკვე მიღებული აქვს. ღალატის ქრონიკის კულმინაციად, რომელსაც გასული კვირების მანძილზე ვუყურებდით „ღალატის კომისიაში“ სწორედ წითელ მოედანზე, ყაველაშვილის პუტინთან ერთად სამხედრო აღლუმის ჩაბარება იგეგმება“,-განაცხადა ბოკუჩავამ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)