|
2025-03-31 13:23:39, 685 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - ჩვენი ვალდებულებაა, რომ საქართველოში დემოკრატიის რეალური წინსვლა უზრუნველვყოთ
ჩვენი ვალდებულებაა, რომ საქართველოში დემოკრატიის რეალური წინსვლა უზრუნველვყოთ და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ისეთი პარტიების აკრძალვა მოვითხოვოთ, რომლებიც მავნებლურ საქმიანობას ეწევიან, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობაა, რომ პოლიტიკურ სპექტრს პოლიტიკურ პარტიებად შენიღბული სინდიკატები, ფაქტობრივად, დანაშაულებრივი სინდიკატები უნდა ჩამოსცილდნენ, რომელთა საქმიანობის სფეროში შედის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული ქმედებები, ომის პროპაგანდა, შუღლის გაღვივება და ა.შ“. „ჩვენი ვალდებულებაა, რომ საქართველოში დემოკრატიის რეალური წინსვლა უზრუნველვყოთ და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ისეთი პარტიების აკრძალვა მოვითხოვოთ, რომლებიც ამ მავნებლურ საქმიანობას ეწევიან. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებლობა არსებობს, იგივე პირებმა სხვა სატელიტი პარტიები შექმნან, ამიტომ, საკანონმდებლო წესი იქნება, რომლის მიხედვითაც, პარტიის შექმნა იგივე პირთა წრეს არ შეეძლება. ბუნებრივია, გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს. ოპოზიცია, რომელიც ამ საკითხს აპროტესტებს, უმეტესად რადიკალური, ექსტრემისტული დაჯგუფებებია, რომელთა საქმიანობაც არის არა პოლიტიკა, არამედ ქვეყნის აყირავება და რევოლუცია. ამიტომ ცხადია, რომ მათ ეს კანონპროექტი არ მოსწონთ. მათ არაფერი მოსწონთ ისეთი, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას და დემოკრატიის დაცვას ემსახურება”, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)