|
2025-03-31 12:11:58, 1092 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - თანამდებობის პირებმა ისე აწარმოეს საომარი მოქმედებები, რომ სამხედრო გეგმა არ ჰქონდათ
მინდა გამოვეხმაურო იმ აჟიოტაჟს, რაც ჩვენმა წინა კვირის საქმიანობამ, ზოგიერთ მავნებელში და მათ მიერ პროპაგანდის მსხვერპლად ქცეულ ადამიანში გამოიწვია, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, განაცხადა. მისი თქმით, კომისია იძიებს „ნაციონალური მოძრაობის“ თანამდებობის პირების საქმიანობის ასპექტებს, უპირველესად კი, მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის - პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებებს. წულუკიანმა აღნიშნა ისიც, რომ წინა სხდომებიდან უკვე გამოიკვეთა, რომ სააკაშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, მოქმედებდნენ არა სამხედროების გეგმის გათვალისწინებით, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებით, შესაბამისად, ისე აწარმოეს საომარი მოქმედებები, რომ სამხედრო გეგმა არ ჰქონდათ. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენი კომისია არ იძიებს სამხედროებს, ჩვენი კომისია იძიებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობს სხვადასხვა ასპექტსა და საკითხს, პირველ რიგში, მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის, მაშინდელი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის - პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებებსა და საქმიანობებს. ირკვევა წინა სხდომებიდან გამომდინარე, რომ თურმე, დადასტურებულადაც შეიძლება უკვე ჩაითვალოს, თუმცა სხდომები გრძელდება, რომ მიხეილ სააკაშვილს და მის ამფსონებს - დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და სხვებს, არ ჰქონდათ სამხედრო გეგმა, ისე აწარმოეს საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში. ის გეგმა, რომელიც სწორედაც ჩვენმა ღირსეულმა, საქმის მცოდნე სამხედროებმა შეადგინეს, იქნა უარყოფილი და გვერდზე გადადებული. შესაბამისად, ისინი აგვისტოს ომის დროს არა სამხედროების აზრის გათვალისწინებით მოქმედებდნენ, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობებითა და პოლიტიკური მოსაზრებებით მართავდნენ საომარ მოქმედებებს“, - აღნიშნა წულუკიანმა. ამასთან, წულუკიანმა ისაუბრა მშვიდობიან მოქალაქეებზე და განაცხადა, რომ კომისიამ კარგად უნდა გამოიკვლიოს, მოსახლეობის გაფრთხილება ვერ მოასწრეს თუ სააკაშვილმა ისინი მიზანმიმართულად ჩატოვა. „მათ გაწირეს მშვიდობიანი მოქალაქეები და მიატოვეს. უფრო მეტიც - გენერალმა ყურაშვილმა ჩემს კითხვაზე მიპასუხა, რომ საფუძველი აქვს თქვენს მოსაზრებასო, კერძოდ, იმ მოსაზრებას, რომ გენერალი ყურაშვილი, როგორც სამშვიდობო ოპერაციების წარმომადგენელი, ვანო მერაბიშვილის მოადგილესთან ერთად, რომელიც საომარ მოქმედებებზე იყო პასუხისმგებელი, არეალში შეიყვანეს იმიტომ, რომ გენერალი ყურაშვილის დანახვაზე მოსახლეობა იქნებოდა მშვიდად. ეს მიმართულება ჩვენ კარგად უნდა გავაღრმაოთ: მიატოვეს და ვერ მოასწრეს მოსახლეობის გაფრთხილება თუ მიზანმიმართულად ჩატოვა მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანი მოქალაქეები საომარი მოქმედებების არეალში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)