|
2025-03-31 11:54:26, 658 ნახვა
პოლიტიკა
საგამოძიებო კომისია ამ დროისთვის ემზარ კვიციანს უსმენს
პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მერვე სხდომა მიმდინარეობს. საგამოძიებო კომისია ამ დროისთვის ემზარ კვიციანს უსმენს. დღევანდელ სხდომაზე ასევე დაბარებულები არიან: გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი. როგორც სხდომის დაწყებამდე კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, „კომისიის ფარგლებში უკვე იმდენი მტკიცებულებებია დაგროვებული", რომ „ნაცმოძრაობა”, აუცილებლად უნდა ჩამოსცილდეს ქართულ პოლიტიკას. „საგამოძიებო კომისია განაგრძობს მუშაობას. ჩვენ დღეს გვეყოლებიან ადამიანები, რომლებიც გამოიძახა საგამოძიებო კომისიამ. ამ შემთხვევაში რეზოლუციასთან დაკავშირებით, ასევე იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩართვა. იცით, რომ კომისიას განსაზღვრული საკითხები გვაქვს წამებასთან, მკვლელობებთან და მათ შორის ომის თემასთან დაკავშირებით. უკვე ცხადია, რომ იმდენი მტკიცებულებებია დაგროვებული, მათ შორის მათი მხრიდან აღიარებული, რომ ეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც „ნაცმოძრაობა” ჰქვია, აუცილებლად უნდა ჩამოსცილდეს ქართულ პოლიტიკას. ამავდროულად, საზოგადოებამ ისიც იხილა, რომ არათუ რაიმე ტიპის სინანული აქვს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მაშინდელ პროცესებზე, რამაც ასეთ შედეგამდე მიიყვანა ქვეყანა, არამედ მეტიც, უფრო მეტად რადიკალები ხდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შორის, ის ეროვნული ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებამ აირჩია, როგორმე უკანონოდ, მათი პატრონების დახმარებით ჩამოაგდონ. არ გამოუვათ, მაგრამ ამ კომისიის მიზანი შესრულდება და დასკვნა იქნება ისეთი, სადაც ეჭვის ნატამალი არ იარსებებს, რომ “ნაცმოძრაობა” როგორც პოლიტიკური ძალა, თავისი ანასხლეტებით, არ უნდა არსებობდეს”, - განაცხადა მაჭარაშვილმა. დღის წესრიგის თანახმად, სხდომის ბოლოს ასევე დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებულის ჩართვა. „სხდომაზე განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, 2008 წლის აგვისტოს ომი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1633 რეზოლუცია. ასევე, საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2003-2012 წლებში არსებული საპატიმრო პირობები”, - აღნიშნულია დღის წესრიგში. როგორც ცნობილია, „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ტელეწამყვანი გიორგი თარგამაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს. მისი თქმით, სხდომაზე დაბარების შესახებ საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით შეიტყო და არ სურს ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის „ძირგამომთხრელ სპექტაკლში“ აღმოჩნდეს ჩართული.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)