|
2025-03-31 11:05:45, 711 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ ქვეყნის ისტორია შეცვალა
1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ ქვეყნის ისტორია შეცვალა და ერთსულოვნად გადაწყვიტა გამხდარიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო - დღეს რუსეთი არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ანტისახელმწიფოებრივი კომისიის მეშვეობით, თავისი „ნამესტნიკებითა“ და წითელი კომისრებით ამ საამაყო ისტორიის გადაწერას ცდილობს! - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე წერს. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, სისხლით მოპოვებული თავისუფლება დღეს ისევ საფრთხეშია! „1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ ქვეყნის ისტორია შეცვალა და ერთსულოვნად გადაწყვიტა გამხდარიყო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო! საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა. ეს იყო ქართველი ერის დიდი გზა მსხვერპლით, დაკარგული ტერიტორიებით, განადგურებული ოჯახებით, დევნილობით, მაგრამ მაინც ეროვნული იდეის გადარჩენისა და განვითარების გზაზე დადგომის ყველაზე სახელოვანი ისტორიით პოსტსაბჭოთა სივრცეში! ამ ისტორიის კიდევ ერთი საამაყო ფურცელი იყო 2008 წლის აგვისტოს ომში იმ გმირი ჯარისკაცების თავდადება, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს რუსული ჩექმისგან ჩვენი ქვეყნის დასაცავად. დღეს რუსეთი არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ანტისახელმწიფოებრივი კომისიის მეშვეობით, თავისი „ნამესტნიკებითა“ და წითელი კომისრებით ამ საამაყო ისტორიის გადაწერას ცდილობს! დღეს ისევ საფრთხეშია სისხლით მოპოვებული თავისუფლება! დღეს ისევ ქართველი ხალხის ერთსულოვნების დროა! ჩვენ ვართ ერი, დაბადებული გამარჯვებისთვის და გარდაუვლად ასე იქნება! საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა! სრული ბოიკოტი რუსული ოცნების რუსულ კომისიას! რუსეთი მტერია! ანწუხელიძე უკვდავია!“- წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)