03:55 - 13 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-30 11:50:02, 50371 ნახვა

ევროპის ამბები
გიორგი გუდავა - მე ვარ ჯარისკაცი, მე ფიცი არ დამიდია ბიძინას პარტიის წინაშე, მე ფიცი დავდე ქვეყნის წინაშე

"მე ვარ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზირებული ჯარისკაცი. მე მაქვს სრული უფლება ვილაპარაკო, იმათგან განსხვავებით, ვინც ჯარში თავი აირიდა "გირჩის" საბუთებით ან სხვა მეთოდებით. ვიცნობდი ოფიცრებს და სერჟანტებს, რომლებიც გვიყვებოდნენ 2008 წელს დაწყებული ომის შესახებ. მაშინაც იყო ნარატივი, რომ მიშამ დაიწყო ომი!

ჩვენთან ერთმა ჯარისკაცმა დაუსვა კითხვა სერჟანტს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ომში, ომი ჩვენ დავიწყეთ? მან უპასუხა" “ბიჭებო, არასდროს დაიჯეროთ, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. ჩვენ პასუხის გაცემა დავიწყეთ მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ იყო.” მეტიც, სულ კითხვებს ვუყენებდით ოფიცერებს, როცა რუსული ჯარი გვბომბავდა, რატომ არ ვპასუხობდით.

დღემდე ჩამესმის იმ სერჟანტის სიტყვები: “ვისაც მაგას ამბობს, რომ ჩვენ დავიწყეთ, ის არის ქვეყნის მტერიო.” ეს მოხდა 2018 წელს.

მე ფიცი არ დამიდია ბიძინას პარტიის წინაშე, მე ფიცი დავდე ქვეყნის წინაშე. მე ვემორჩილები ქვეყნის მთავარსარდალს, მაგრამ ამ ეტაპზე ქვეყნის მთავარი სარდალი არ არსებობს. მე არ ვაპირებ ქვეყნის მტრების ბრძანებების შესრულებას.

მიმიფურთხებია ისეთი ქვეყნისთვის, როგორადაც აქციე საქართველო, ყველგან ღალატის სუნი დგას!

დამძიმებული ვარ მთელი არსებით, მახსენდება ჩემი ფიცი ქვეყნის წინაშე და ამავდროულად ვისმენ ჩემი გენერლების დამცირებას, ქვეყნის დადანაშაულებას, მტრის გამართლებას.

ასე არასდროს შემრცხვენია, რომ ქართველი ვარ. ვისაც თავმოყვარეობა გააჩნია, ყველა ესეა.

ფუჭია ყველაფერი, თუ თავმოყვარეობა არ გაგაჩნია. ფუჭია ყველა ტრადიცია და კულტურა, რომელიც უხვად აქვს საქართველოს."

წერს Facebook-ზე გიორგი გუდავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სანქცირებული ნავთობის გადამზიდავი რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი ააფეთქა
ბარამიძე სასამართლოზე- ვიზიარებ, რომ სიტყვა ხვრეტდნენ იწვევს ასოციაციას და არ უნდა მეთქვა
საფრანგეთში სამგზავრო მატარებელი უცხო ობიექტთან შეჯახების შემდეგ ლიანდაგიდან გადავიდა- ხელისუფლება დივერსიას ეჭვობს
ბულგარეთში უკრაინისთვის იარაღის ამარაგებელ საწყობში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ აფეთქება მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics