|
2025-03-29 13:42:26, 1524 ნახვა
ომი უკრაინაში
AP - რუსეთი მოლაპარაკებებში პოზიციის გასაძლიერებლად ახალ შეტევას გეგმავს
Associated Press-ის ცნობით, უკრაინის მთავრობა და სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთის ძალები ახალ სამხედრო ოპერაციას ამზადებენ, რათა გაიზარდოს წნეხი უკრაინაზე და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში კრემლის პოზიცია გაძლიერდეს. უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, ახალი ოპერაცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ყოველგვარ მიზეზს მისცემდა, რათა მეტი ტერიტორიის მისატაცებლად ბრძოლის დროებით შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გადაევადებინა. უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, ეს აჩვენებს, რომ რუსეთს ომის დასრულების შესახებ პროდუქტიულ დიალოგში ჩართვის არანაირი განზრახვა არ გააჩნია. სამხედრო ანალიტიკოსებისა და მეთაურების შეფასებით, საგაზაფხულო საბრძოლო სეზონის მოახლოებასთან ერთად, კრემლი 1000-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე მრავალმხრივ შეტევას განიხილავს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რომელიც უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მონაცემებს ციტირებს, რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება უკრაინის სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. "ისინი აჭიანურებენ მოლაპარაკებებს და ცდილობენ, გაჭედონ აშშ დაუსრულებელ და უაზრო დისკუსიებში ყალბი "პირობების" შესახებ მხოლოდ იმიტომ, რომ დრო მოიგონ და შემდეგ მეტი მიწის მიტაცება შეძლონ. პუტინს ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებები უფრო ძლიერი პოზიციიდან სურს". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა 27 მარტს პარიზში გამართულ ვიზიტზე. Associated Press-ის ცნობით, აღნიშნულ შეფასებაზე კიევს G7-ის ორი ანონიმური დიპლომატი დაეთანხმა. უკრაინის არმიის მეთაურების განცხადებით, რუსეთმა ბოლო პერიოდში თავდასხმები გააძლიერა, რათა პოტენციურ ახალ შეტევამდე საკუთარი ტაქტიკური პოზიციები გაიუმჯობესოს. "მათ დრო სჭირდებათ მაისამდე, სულ ესაა". - გამოცემასთან საუბრისას თქვა უკრაინელმა სამხედრო ანალიტიკოსმა პავლო ნაროჟნიმ, რომელიც ჯარისკაცებთან ერთად მუშაობს და სადაზვერვო ინფორმაციასაც მათგან იღებს. კიდევ ერთი სამხედრო ანალიტიკოსის, ოლექსიი ჰეტმანის თქმით, შეტევა, რომელსაც რუსეთი ამზადებს, სავარაუდოდ, 6-დან 9 თვემდე გასტანს, "თითქმის მთელი 2025 წელი".
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)