|
2025-03-28 13:53:08, 709 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - პარტიის ოფისმენეჯერი და იურისტი პროკურატურაში დაიბარეს, მაგრამ მისვლას არ ვაპირებთ
„ძლიერი საქართველოს“ ოფისმენეჯერი და პარტიის იურისტი თორნიკე ართქმელაძე დაბარებულები არიან პროკურატურაში. პროკურატურაში, რომელიც პოლიტიკური მიზანშეწონილებით საზღვრავს ყველა ქმედებასა და გადაწყვეტილებას - პროკურატურაში მისვლას არ ვაპირებთ, თუმცა მზად ვართ, რომ ნებისმიერ დროს გამოვცხადდეთ სასამართლო დარბაზში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, - ამის შესახებ „კოალიცია ძლიერი“ საქართველოს წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. მისი თქმით, დასავლელ პარტნიორებს მიაწვდიან ინფორმაციას, ყველა იმ ტიპის ზეწოლაზე, რომელიც „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ ხორციელდება. „ივანიშვილის რუსული რეჟიმი აგრძელებს ბრძოლას მისი მთავარი ოპონენტის „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ. ჩვენი ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქართველოს პროკურატურაში დაბარების შემდეგ, რომელიც მხოლოდ ერთი კაცის - ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება - იბარებს ჩვენი ოფისის თანამშრომლებსა და კოალიციის წევრებს. „ძლიერი საქართველოს“ ოფისმენეჯერი და პარტიის იურისტი თორნიკე ართქმელაძე დაბარებულები არიან პროკურატურაში. პროკურატურაში, რომელიც პოლიტიკური მიზანშეწონილებით საზღვრავს ყველა ქმედებასა და გადაწყვეტილებას. ღიად ვაცხადებთ საზოგადოების წინაშე, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეების, ეროვნული ინტერესებისა და 2 მთავარი მოთხოვნის - ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების - წინაშე ვართ ანგარიშვალდებულები. ჩვენ დასავლელ პარტნიორებს მივაწვდით ინფორმაციას, ყველა იმ ტიპის ზეწოლაზე, რომელიც ჩვენი კოალიციის წინააღმდეგ ხორციელდება. ვაგრძელებთ ბრძოლას, პროკურატურაში მისვლას არ ვაპირებთ, თუმცა მზად ვართ, რომ ნებისმიერ დროს გამოვცხადდეთ სასამართლო დარბაზში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. ეს ბრძოლა არის საქართველოს მოქალაქეების ბრძოლა, ასევე „ძლიერი საქართველოს“ ბრძოლა, სადაც როგორც მთავარ ოპონენტს ივანიშვილი და მისი რეჟიმი დევნის“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ჰორმუზის სრუტის „ურყევი“ ბლოკადა გამოაცხადა და ირანს შემდგომი ქმედებებით დაემუქრა
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)