|
2025-03-28 12:10:45, 858 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - მინდა მივმართო ამ უბადრუკებს: მიდი, გაგვაუქმეთ, ხომ მაგარი ბიჭები ხართ? რისი თავი გაქვთ?
საქართველოს იზოლაციაში მოქცევა უნდათ. მინდა მივმართო ამ უბადრუკებს: მიდი, გაგვაუქმეთ, ხომ მაგარი ბიჭები ხართ. დღესვე გაგვაუქმეთ! რისი თავი გაქვთ? თქვენ უკვე საერთაშორისო სამართლით გაუქმებულები ხართ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის არაღიარებული ვიწრო დაჯგუფება, რომელიც იზოლაციაშია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. „ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო კომიტეტმა უმნიშვნელოვანესი „მეგობარი აქტი“ დაამტკიცა გუშინ. ეს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ რა რეალობის წინაშე ვდგავართ დღეს. „მეგობარი აქტი“ ერთი მხრივ ამბობს, რომ უნდა დაეხმარონ ქართველ ხალხს ინვესტიციების მოზიდვაში, ეკონომიკის განვითარებაში, სავიზო ლიბერალიზაციაში, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა გვეძლევა, ვაჭრობის მიმართულებაში მხარდაჭერა, მეორე მხრივ ამბობს, რომ ის ძალები, რომლებიც ხელყოფენ საქართველო სუვერენიტეტს, ჩაგრავენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს, მათ მიმართ იქნება გამოყენებული ზომები, სანქციების და სხვა კონკრეტული მიმართულებით. აქტი განსაზღვრავს, რომ ერთი მხრივ არის „ქართული ოცნების“ იზოლაცია, ჩიხი, ფაქტობრივად საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა, მეორე მხრივ არის უდიდესი შესაძლებლობა მოვიპოვოთ დაცულობა ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. ეს აქტი განსაზღვრავს, რომ ასეთი დაუცველი, როგორიც დღეს არის საქართველო „ქართულ ოცნების“ პირობებში, არასდროს ყოფილა. მეორე მხრივ, მკაფიოდ ვხედავთ, ევროკავშირი, აშშ, როგორ უჭერს მხარს საქართველოს, როგორ გულწრფელად გულშემატკივრობს საქართველოს მომავალს. სწორედ ამიტომ, 31 მარტს ძალიან ბევრი უნდა გამოვიდეთ რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ერთხმად დიდი ხმა უნდა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს. თუ ვინმე კითხვას სვამს, რა უნდა მოხდეს 31 მარტს? ჩვენ ბევრი უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, ქართველ ხალხს ვუთხრათ, რომ ძალა ჩვენშია, სიმართლე ჩვენშია. ანტიქართველებს, რომლებიც დღეს ჩვენს პატრიოტ სამხედროებს, ფაქტობრივად ქვეყანას ასამართლებენ, მივუჩინოთ ადგილი. 31 მარტს იმ ხალხს, ვინც სენატში აქტს მხარი დაუჭირა, დიდი ქართული ხმა გავაგონოთ. ამოცანა გვაქვს მრავალათასიანი შეკრება რუსთველის გამზირზე. გუშინ „ქართული ოცნება“ გამოვიდა და გამოაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების გაუქმებას აპირებს. რატომ დააჩქარა განცხადება? „მეგობარ აქტზე“ კი არ ვისაუბროთ, როგორ გვტოვებენ მტრის წინაშე დაუცველად, არამედ ვისაუბროთ ათას უბედურებაზე. პარტიების გაუქმება რა არის? ქვეყანას გვიუქმებენ. სუვერენიტეტის ხელყოფა უნდათ, საქართველოს იზოლაციაში მოქცევა უნდათ. მინდა მივმართო ამ უბადრუკებს: მიდი, გაგვაუქმეთ, ხომ მაგარი ბიჭები ხართ. დღესვე გაგვაუქმეთ, რისი თავი გაქვთ. თქვენ უკვე გაუქმებულები ხართ, საერთაშორისო სამართლით გაუქმებულები ხართ, „ქართული ოცნება“ არის არაღიარებული ვიწრო დაჯგუფება, რომელიც იზოლაციაშია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. გაუქმებულები ხართ, აბა რა ხართ. არავინ გელაპარაკებათ. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან დადექით და ხომ მიგაჩნდათ ადგილი. გეგონათ რომ თქვენ სასარგებლოდ გამოიყენებდით“, - აღნიშნა ვაშაძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება და 2003 - წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. ამასთან, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „უკვე აშკარაა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა მმართველ პარტიას მყარ საფუძველს მისცემს, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი „სატელიტი პარტიები“ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს“.
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)