2025-03-28 11:52:43, 457 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - MEGOBARI აქტის ერთხმად დამტკიცება არის რუსული რეჟიმის კიდევ ერთი დიდი კრახი საგარეო ფრონტზე
![]() ვნახეთ, რეჟიმის რა ისტერიკა გამოიწვია „მეგობარი აქტის“ მიღებაში წინ გადადგმულმა ნაბიჯმა, როდესაც გამოვარდა რუსეთის წარმომადგენელი არალეგიტიმურ პარლამენტში - მდინარაძე და გამოაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს თურმე. ეს არის სასოწარკვეთილების ნიშანი,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „მეგობარი აქტის“ მიღება არის ქართველი ხალხის და საქართველოს მეგობრობის და ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟის აქტი. „მსურს ვისაუბრო, ძალიან დიდი გამარჯვებაზე, რომელიც ქართველი ხალხის შეუპოვარმა ბრძოლამ თავისუფლებისთვის მოიპოვა გუშინ, საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტმა პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა „მეგობარი აქტის“ დასამტკიცებლად, ერთხმად იქნა დამტკიცებული. ეს გამარჯვება არის რუსული რეჟიმის კიდევ ერთი დიდი კრახი საგარეო ფრონტზე. ვიცით, რომ არ დაუშურებია რეჟიმს ძალისხმევა იმისთვის, რომ ამ აქტის მიღების პროცესში პროგრესი არ შემდგარიყო. მათ ვერაფრით ვერ შეძლეს შესწინააღმდეგებოდნენ საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრების სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, ბოლომდე გვერდში დაუდგნენ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამ აქტის მიღება ნიშნავს ახალ რეალობას ივანიშვილის რეჟიმისთვის, მე ამ აქტს დავარქმევდი ქართველი ხალხის და საქართველოს მეგობრობის და ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟის აქტს. რა არის შინაარსი? - საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერასთან ერთად, აღნიშნული აქტი საკანონმდებლო დონეზე დაადგენს ჩარჩოს ფართომასშტაბიანი სანქციებისთვის, როგორც ივანიშვილის და მისი რეჟიმის წარმომადგენლებისთვის, ისე ყველასთვის, მათ შორის იმ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ვინც რეჟიმთან თანამშრომლობს და ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის გაუქმებას, საქართველოს დაბრუნებას რუსეთის საბოლოო გავლენის სფეროში. ვნახეთ, რეჟიმის რა ისტერიკა გამოიწვია აქტის მიღებაში წინ გადადგმულმა ნაბიჯმა, როდესაც გუშინ გამოვარდა რუსეთის წარმომადგენელი არალეგიტიმურ პარლამენტში - მდინარაძე, გამოაცხადა რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს თურმე რეჟიმი. ეს არის სასოწარკვეთილების ნიშანი. რეჟიმმა ვერ მიაღწია ვერცერთ ამოცანას რომელიც დაუყენა საკუთარ თავს, მალე 6 თვე გახდება არჩევნებიდან, მათ ვერ მიაღწიეს ვერც საერთაშორისო აღიარებას, და უფრო მეტიც, რაც მტკიცდება რეჟიმთან მიმართებაში არის ფართომასშტაბიანი სანქციების რეჟიმი. მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა - ეს არის გზავნილი რომ მარტო არ ხართ ბრძოლაში რუსეთის წინააღმდეგ, რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც მითვისებული აქვს ძალაუფლება, რომელიც ზის პარლამენტის შენობაში არ აღუმართავს ფიზიკურად რუსული დროშა პარლამენტის თავზე, მაგრამ დღეს საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსული საქმე კეთდება, რუსული დავალებები სრულდება მათ შორის რუსული კომისიის მუშაობით, რომელიც ახლა ამზადებს საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო დამნაშავედ გამოაცხადონ 2008 წლის ომში, პასუხისმგებლობა ქართულ სახელმწიფოს დააკისრონ, შემდეგი ნაბიჯი იყოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება, რასაც რუსეთი მოითხოვს რეჟიმისგან, როგორც შემდეგი ნაბიჯი. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის წინააღმდეგობამ უნდა შეაჩეროს. 31 მარტს ყველა ვიკრიბებით, ვინც არ ვეგუებით რუსულ ოკუპაციას, ვისაც სჯერა რომ მეგობარი აქტის და სხვა საერთაშორისო მეგობრების მხარდამჭერი აქტებით დავიცავთ ამ ქვეყანაში თავისუფლებას“, - აღნიშნა სამადაშვილმა.
გიგი უგულავა - სალომე ზურაბიშვილს უნდა, სცენაზე მარტო იდგეს, მაგრამ პასუხისმგებლობა სხვებმა აიღონ
ნიკა გვარამია - „ახალი“ მზადაა იმოქმედოს კოორდინაციის რეჟიმში, თუ არ დარჩება რეჟიმის ლეგიტიმაციის საფუძველი
ელენე ხოშტარია - შეიგნეთ, არ ვთანამშრომლობ არც შსს-სთან, არცერთ რუს არალეგიტიმურ წარმონაქმნთან
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
|
რედაქტორის რჩევით
სამხედროები და 2008 წლის ომის ვეტერანები ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ
![]() როგორ ასრულებს წულუკიანის ე.წ კომისია კრემლის დაკვეთას - მხოლოდ ფაქტები
ომი უკრაინაში![]() ანდრეი სიბიგა - რუსეთმა აშშ-თან შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვია და ხერსონს დაარტყა
![]() წლის დასაწყისიდან პირველად, უკრაინაში ღამემ დრონებით შეტევის გარეშე ჩაიარა
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
|