|
2025-03-27 22:48:55, 3322 ნახვა
ოცნების წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე მუქარა პარტიების აკრძალვაზე -სანამდე წავა რეჟიმი
თეა წულუკიანის ე.წ საპარლამენტო კომისიის მუშაობის პარარელურად ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლები სასამართლოს გზით ოპოზიციის აკრძალვის მოთხოვნას აყენებენ. რეჟიმის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე ამ ინიციატივით პარლამენტში დღეს 27 მარტს საღამოს გამოვიდა. "ქართული ოცნება" რომლის ლეგიტიმურობას არავინ აღიარებს, ფიქრობს რომ გაასამართლოს ოპოზიცია და შემდეგ აკრძალოს, არაერთი ექსპერტი ამბობს, რომ ეს არის ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ში დაინიციატივებულ "მეგობარი აქტზე" რომელიც დღეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა. უკვე აშკარაა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე. „მოგეხსენებათ კოლექტორი "ნაციონალური მოძრაობის" ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მდინარაძემ. ამასთან, მდინარაძის თქმით, უკვე დაინიცირდა კანონპროექტიც, რომელიც ხსენებული პარტიების მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება. გარდა ამისა, ჩვენ უკვე დავაინიცირეთ კანონის პროექტი, რომელიც ეხება ხსენებული პარტიების მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, თუ პარტიის საქმიანობის არსი, გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის არსის, პერსონალური შემადგენლობის თუ საწესდებო მიზნების იდენტური იქნება", - განაცხადა მან. მამუკა მდინარაძემ ოთხი პარტია მონიშნა, გარდა ამისა, ახალ პარტიებს რომ დააარსებენ, ისინი ახლები კი არ იქნებიან, ძველები შიგნით იქნებიანო... გახარიას ვერ მიწვდებოდა, „ლელოს“ ვერ მიწვდებოდა 2012 წლამდე საქმიანობით, ამიტომ დღემდე გააგრძელა ამბავი, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა. ბერძენიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გეგმებს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი პარტიების“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ბერძენიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ვერაფერს გააკეთებს, რადგან ის უკვე სტრატეგიულად დამარცხებულია. „ყველა არც თუ მდგრადი დემოკრატიის მოავტორიტარო ქვეყანაში არის სერიოზული შეტევა ლიბერალური დემოკრატიის მხრიდან, კონტრშეტევა ლიბერალური დემოკრატიისა, ასეთ დროს ჩათვალეს, რომ მოდით, ახლა ჩვენ ავკრძალავთ ყველას... ვერაფერსაც ვერ იზამენ. მე როცა ვამბობ, ვერაფერს ვერ იზამენ, ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ იკადრებს და პარტიების აკრძალვას კატეგორიულად შეეწინააღმდეგება. მდინარაძემ ოთხი პარტია მონიშნა, ახსენა კიდეც ოთხი. ამას გარდა, ახალ პარტიებს რომ დააარსებენ, ისინი ახლები კი არ იქნებიან, ძველები შიგნით იქნებიანო... გახარიას ვერ მიწვდებოდა, „ლელოს“ ვერ მიწვდებოდა 2012 წლამდე საქმიანობით, ამიტომ დღემდე გააგრძელა ეს ამბავი. მე ძალიან ცინიკურად შემიძლია იქით მივმართო - 1978 წელს დაარსებულ „რესპუბლიკურ პარტიაზე“ რას აპირებენ, ნეტავ? იმიტომ, რომ ოპოზიციაში ვართ და მდინარაძე როცა „ნაცმოძრაობის“ პროკურატურის ხელის ბიჭი იყო, მაშინ „ნაცმოძრაობას“ ვებრძოდი მის ახლანდელ „ბოსთან“ ერთად, მაგრამ მისი „ბოსი“ ჩვენ ისე ვერ გველაპარაკებოდა და ისე ვერ გვექცეოდა. ესენი სჭირდება და ესენი ჰყავს - მისი ხელის ბიჭები და გოგოები. ამ ვითარებაში ყველაფერი შეიძლება ქნან, მაგრამ სტრატეგიულად ისინი არიან დამარცხებულები“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)