12:04 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 15:48:08, 719 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი - სააპელაციო სასამართლომ ყადაღა ძალაში დატოვა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის ადვოკატების საჩივარი და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 14 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციის ყველა ანგარიში დაყადაღებულია

"ძალაში რჩება ყადაღა ორგანიზაციის ყველა ანგარიშზე, მათ შორის ანგარიშებზე, რომლითაც თბილისის სახლი მიმდინარე პროექტებს ანხორციელებდა" - წერია ორგანიაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, ნანუკას ფონდის დამფუძნებელმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფონდზე ყადაღის მოხსნაზე უარი მიიღო.

20 მარტს, ჟორჟოლიანმა ფონდისთვის ყადაღის მოხსნის თხოვნით, გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს მიმართა.

17 მარტს, ივანიშვილის სატელიტი მოძრაობის, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში დააყადაღა - უწყების განცხადებით, დაყადაღებულია: - ნანუკას ფონდი, ფროსფერითი, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7, სირცხვილია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.

აღნიშნული ფონდები ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას უწევენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული და დაჯარიმებული მოქალაქეებს. ასევე გურიის სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics