12:04 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 14:03:13, 714 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - „დიფ სთეითი“ არის საქართველოს მტერი

„ქართული ოცნების“ პოლიტიკას ტრამპის ადმინისტრაცია კი არ ებრძვის, არამედ ქართულ სახელმწიფოს ებრძვის „დიფ სთეითი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმამ კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, „დიფ სთეითი“ არის საქართველოს მტერი.

„როდესაც უსამართლოდ გაკრიტიკებენ, ამას არანაირი ფასი არ აქვს. „დიფ სთეითი“ არის უსამართლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტერია. მათი მთავარი სურვილი იყო სასამართლოს ხელში ჩაგდება, რაც უკრაინაში მოახერხეს, რაც რუმინეთში მოახერხეს. მოგწონთ ის, რაც რუმინეთში მოხდა? საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო კანდიდატი ჩახსნა და არჩევნები გააუქმა. ამას საფუძვლად დაუდეს ის რომ, ერთ-ერთმა კანდიდატმა სოციალურ მედიაში უფრო იაქტიურა. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები წარმოუდგენელია. როდესაც მსგავსი სიმახინჯე გებრძვის, პირიქით ამაყი უნდა იყო. „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ტრამპის ადმინისტრაცია კი არ ებრძვის, არამედ ქართულ სახელმწიფოს ებრძვის „დიფ სთეითი“. მათ შორის, ჯიმ რიშიც მათი წარმომადგენელია. „დიფ სთეითს“ დღეს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფესვები ძალიან ღრმად აქვს გადგმული. ახლად არჩეული პრეზიდენტის მთავარი დაპირებაა, რომ „დიფ სთეითს“ დაამარცხებს. ჩვენ ყველა მოლოდინის რეჟიმში ვართ, ვაკვირდებით მოვლენებს. ტრამპს ორი პრიორიტეტი ჰქონდა. პირველი – უკრაინაში ომის დასრულება. ეს პროცესები მიმდინარეობს; მეორე – „დიფ სთეითის“ დამარცხება და ესეც მიმდინარე პროცესია. ჩვენ „დიფ სთეითის“ დამარცხებას საკუთარ თავზე ვიგრძნობთ. ურთიერთობები გადატვირთული და ნორმალიზებული გახდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics