|
2025-03-26 17:36:52, 708 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - საგარეო გზავნილები უკვე გაკეთებული გვაქვს პარტნიორებთან
მამუკა ხაზარაძეც მზად არის, თუნდაც მურუსიძის სასამართლოში მაგისტრანტ მოსამართლის წინაშე მივიდეს და ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი, რადგან სიმართლე არის „კოალიცია ძლიერ საქართველოს“ და მისი ლიდერების მხარეს , - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კუპრაძემ აღნიშნა, პარტია გააგრძელებს ბრძოლას და წინააღმდეგობის გაწევას. „როგორც ივანიშვილის საპოლიციო ავტორიტარიზმს შეეფერება, რომელსაც ის საქართველოში ამყარებს, დევნის ამ ქვეყნიდან დემოკრატიას, ევროპულ მომავალს, არღვევს კონსტიტუციას - საპოლიციო ავტორიტარიზმის პირობებში ლოგიკურად ავითარებს თავის ძალადობას დემოკრატიაზე და მის მთავარ ოპონენტზე - კოალიცია „ძლიერ საქართველოზე“ და მამუკა ხაზარაძეზე. დღეს მამუკა ხაზარაძემ მიიღო მოწვევა როგორც მოწმემ და დაბარება საქართველოს პროკურატურაში. პასუხი ძალიან ნათელია, საქართველოს პროკურატურაში, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს დავალებებს ემორჩილება, მამუკა ხაზარაძე არ გამოცხადება, თუმცა ვაცხადებთ მზაობას და თავად მამუკა ხაზარაძე მზად არის, თუნდაც მურუსიძის სასამართლოში მაგისტრანტ მოსამართლის წინაშე მივიდეს და ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი, რადგან სიმართლე არის კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ და მისი ლიდერების მხარეს. ასევე ბადრი ჯაფარაძის საქმე გადაცემულია პროკურატურისთვის და მათგან დამატებით პოლიტიკურ ნაბიჯებს ველოდებით. მზად ვართ, გამოწვევა მივიღოთ. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ახლა ებრძვიან კორუფციას, უსამართლობას, უკანონობას, ჯარიმებს, დევნას, 50-ზე მეტი პოლიტპატიმრები გვყავს ქვეყანაში და ამ დროს, როდესაც ქვეყანა ჩაძირულია სხვადასხვა მნიშვნელობის პრობლემაში, დღეს ბიძინა ივანიშვილი იცლის პოლიტიკური დევნისთვის. ჩვენ საგარეო გზავნილები უკვე გაკეთებული გვაქვს ჩვენ პარტნიორებთან. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობის გაწევას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად“,- განაცხადა კუპრაძემ.
პაპუაშვილი – არშემდგარი დამხობიდან კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა
პენტაგონმა ამერიკელი ჯარების ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაყვანის ნებართვა გასცა
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)