|
2025-03-26 17:32:23, 955 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია საგამოძიებო კომისიაზე - საკუთარ მომხრეებსაც დასცინიან, ჯერჯერობით ჩემთვის რომ არ დაუძახიათ
ფოკუსის გადატანა უნდათ ძველი და ახალი ხელისუფლების დაპირისპირებაზე, პოლარიზაციაზე და ყველას ერთ ქვაბში ჩაყრაზე - ერთადერთი პასუხი ივანიშვილის არალეგიტიმურ პარლამენტს უნდა ჰქონდეს დაცინვა, ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე , - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის გარშემო მიმდინარე საკითხებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა არავინ არ უნდა მიიღოს. „ძველი მეთოდია, რომ ამ საყოველთაო პროტესტის პირობებში, რომელიც ეხება ჩვენი სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის, თავისუფალ სამყაროში ჩვენი ადგილის ბედს და საფრთხეს, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ქმნის, ფოკუსის გადატანა უნდათ ძველი და ახალი ხელისუფლების დაპირისპირებაზე, პოლარიზაციაზე და ყველას ერთ ქვაბში ჩაყრაზე. ერთადერთი პასუხი ივანიშვილის ამ არალეგიტიმურ პარლამენტს უნდა ჰქონდეს დაცინვა, ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე... კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვუთხრა, რომ საკუთარ მომხრეებსაც დასცინიან, ჯერჯერობით ჩემთვის რომ არ დაუძახიათ. წლების განმავლობაში ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმზე ლაპარაკობენ და ხაზარაძე-ჯაფარიძეს ეძახიან იმისთვის, რომ ყველა მონათლონ ერთად და ერთ ქვაბში, როგორც უკვე ვთქვი. ამიტომ ველოდები, რომ დამიძახებენ და მერე ვეტყვი იმავეს, რასაც ეუბნება ყველა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე, თუ პოლიტიკოსი, რომ ამ კლოუნადაში, ამ არალეგიტიმური პარლამენტის, არავინ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს და რა რეპრესიასაც არ უნდა მიმართონ, მხოლოდ დაცინვა იქნება პასუხი და ყველას ემახსოვრება, რომ პროტესტი არის უფრო დიდ რამეზე, ვიდრე თუნდაც ცალკეული პოლიტიკური ფიგურების არალეგიტიმური დევნა“, - განაცხადა ბოკერიამ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)