|
2025-03-26 17:17:18, 595 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხვალინდელ სხდომაზე ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი და შალვა ჯანაშვილი დაიბარეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხვალინდელ სხდომაზე ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი და შალვა ჯანაშვილი დაიბარეს. ამის შესახებ მედიასთან კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ხვალინდელი სხდომის განსახილველი თემაც 2008 წლის აგვისტოს ომი იქნება. სხდომა 27 მარტს, 10:00 საათზე ჩაინიშნა. "დღევანდელო სხდომის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ არაერთმა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირმა დაადასტურა, რომ საქართველომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, მინიმუმ ორჯერ გაიარა „ბეწვის ხიდზე“ და აიცილა 2004 წლის აგვისტოში და შემდეგ 2006 წელს საომარი მოქმედებები, ანუ [აიცილა] აგვისტოს ომი 2 და 4 წლით ადრე. ჩვენთან იქნებიან ხვალ გამოკითხვაზე ახსნა-განმარტებისთვის ყოფილი სამხედრო თანამდებობის პირები, ბატონი ზაზა გოგავა, ბატონი [მამუკა] ყურაშვილი და ასევე, ბატონი [შალვა] ჯანაშვილი, რომელიც ომის დროს გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე", - განაცხადა წულუკიანმა. ამასთან, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც დაიბარებენ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)