|
2025-03-26 15:02:05, 530 ნახვა
აპრილიდან საქართველოს თურქეთში, შვეიცარიასა და კუბაში ახალი ელჩები ეყოლება
1 აპრილიდან საქართველოს თურქეთში, შვეიცარიასა და კუბაში ახალი ელჩები ეყოლება. კანდიდატების „ოცნების“ არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისთვის წარდგენის თაობაზე ირაკლი კობახიძემ შესაბამისი განკარგულებები გამოსცა. კერძოდ, თურქეთში ელჩად მთავრობა არჩილ კალანდიას ნიშნავს, შვეიცარიაში - შოთა გეწაძეს, კუბაში კი - გრიგოლ ბარამიძეს. არჩილ კალანდია 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. შოთა გეწაძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე იყო, რომელმაც ეს თანამდებობა 2023 წელს დატოვა. ჯერ კიდევ მაშინ ცნობილი გახდა, რომ გეწაძე შვეიცარიაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას დაიკავებდა. ცნობისთვის, თურქეთში საქართველოს ელჩი გასული წლის 1 ივნისამდე გიორგი ჯანჯღავა იყო, რომელიც ამჯერად „ოცნების“ მთავრობამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაგზავნა ელჩად. შვეიცარიაში კი გასული წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს ელჩის პოზიციას რევაზ ლომინაძე იკავებდა. მისი გათავისუფლების განკარგულება ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 26 აგვისტოს გამოსცა. 2025 წლის 1 ივნისიდან როტაციის წესით ვადის ამოწურვის შედეგად, თანამდებობას დატოვებს საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში - ზურაბ პატარიძეც.
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)