|
2025-03-26 10:35:44, 3986 ნახვა
პოლიტიკა
საგამოძიებო კომისია პროკურატურას ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიმართავს
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, პროკურატურას „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის შემდეგ, ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიმართავს. როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, მიზეზი ის გარემოებაა, რომ ჯაფარიძე კომისიის სხდომაზე, „მისი მრავალჯერ გაფრთხილების მიუხედავად“, არ გამოცხადდა. წულუკიანის განმარტებით, საქმე პროკურატურაში დღის ბოლომდე გადაიგზავნება. „შეგვეძლო, რომ კომისიის, ბადრი ჯაფარიძის პირადი თუ პროფესიული გრაფიკი ერთობლივი ძალებით ერთმანეთისთვის მოგვერგო. მან ეს არ ისურვა. ის დამატებითი დრო რაც მივეცით, გუშინ 16:00 საათამდე, კვლავ არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე. ჩვენ ყველა აქ ვიყავით და მას ველოდით, არ მოვიდა. ვინაიდან სხვა გამოსავალი არ აქვს კომისიას სამართლებრივად და პროცედურულად, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები სავარაუდოდ უკვე არის სახეზე, დანარჩენს, სამართლებრივად პროკურატურა შეაფასებს. გთავაზობთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი ბადრი ჯაფარიძის ამ კონკრეტული ქმედების თუ უმოქმედობის შესახებ. საქმე გადავაგზავნოთ დღის ბოლომდე საქართველოს პროკურატურაში”, - განაცხადა წულუკიანმა, რის შემდეგაც კენჭისყრაზე აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. „მინდა სამდივნოს ვთხოვო და ასევე აქ და დარბაზს მიღმა მყოფი მედიის წარმომადგენლებისთვის განვმარტო - როცა ჩვენ ვიღებთ კენჭისყრის წესით გადაწყვეტილებას, რომ ესა თუ ის საქმე გადაიგზავნოს პროკურატურაში, ეს არ ნიშნავს, რომ კენჭისყრის დასრულებიდან მომდევნო ხუთ წუთში საქმე აქვს პროკურორს მაგიდაზე. ეს მოხდება დღის ბოლომდე, როგორც ეს იყო გუშინ მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში. დღის ბოლოს როცა სხდომა დასრულდა, შევკრიბეთ დოკუმენტაცია და გადაიგზავნა ჩემი ხელმოწერით. ვინაიდან დღის განმავლობაში მთელი დღე გვაქვს სხდომა, რომელიც მიეძღვნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, იცოდეთ, რომ გადაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ საქმე გადაიგზავნება სხდომის დასრულების შემდეგ, დღის ბოლოს“,- განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, 25 მარტის კომისიის სხდომაზე ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმე - შპს “მაგნატის“ საქმე განიხილეს. ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა. სხდომაზე დაბარებულები იყვნენ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. სხდომას არცერთი მათგანი არ დასწრებია.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)