|
2025-03-25 16:35:43, 890 ნახვა
პოლიტიკა
გახარია საქართველოსთვის - დროებითი საგამოძიებო კომისია არის პოლიტიკური სპეკულაცია და ხელოვნურად დადგმული ფარსი
„ოცნების“ მიერ ინიცირებული დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს, არის არა მართლმსაჯულების აღსრულებისა და დაზარალებულებისთვის სამართლიანობის აღდგენის რეალური გზა, არამედ მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია და ხელოვნურად დადგმული ფარსი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. პარტიაში აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნება სამართლიანი გამოძიება რომ იყოს, კომისიამ, პირველ რიგში, უნდა დაიბაროს და გამოკითხოს „ოცნების“ ის წევრები და მოქმედი თანამდებობის პირები, რომლებიც თავის დროზე წინა ხელისუფლების ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ ან/და აფინანსებდნენ. „ოცნების“ მიერ ინიცირებული დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს, არის არა მართლმსაჯულების აღსრულებისა და დაზარალებულებისთვის სამართლიანობის აღდგენის რეალური გზა, არამედ მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია და ხელოვნურად დადგმული ფარსი. „ოცნების“ პოლიტიკური ნება სამართლიანი გამოძიება რომ იყოს, კომისიამ, პირველ რიგში, უნდა დაიბაროს და გამოკითხოს „ოცნების“ ის წევრები და მოქმედი თანამდებობის პირები, რომლებიც თავის დროზე წინა ხელისუფლების ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ ან/და აფინანსებდნენ. ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას „ოცნების“ ცრუ პროპაგანდის საპირწონედ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)