|
2025-03-25 15:31:49, 587 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე - გაუგებარია, საერთოდ რას დაეყრდნო გერმანიის გადაწყვეტილება, ეს რეალობას აცდენილია
გაუგებარია, საერთოდ რას დაეყრდნო გადაწყვეტილება, არ ვიცი, ვინ დაასანქცირეს. ეს გადაწყვეტილება რეალობას აცდენილია, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. სამხარაძემ კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე. „გაუგებარია, საერთოდ რას დაეყრდნო გადაწყვეტილება, ვინ დაასანქცირეს, არ ვიცი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში საპროტესტო აქციები თუ მიმდინარეობს, მიმდინარეობს ძალიან წყნარად და მშვიდად. აქედან გამომდინარე, სრულიად რეალობას აცდენილია ეს გადაწყვეტილება. ეს არის მათი სუვერენული გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოგვწონს ეს გადაწყვეტილება, თუმცა ამაში ვერ ჩავერევით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)