|
2025-03-25 09:06:16, 607 ნახვა
პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიენე - გერმანიის გადაწყვეტილება ძალიან მისასალმებელია
ვინაიდან ევროკავშირის დონეზე სანქციებს ორბანი ბლოკავს, ყველა დარჩენილმა წევრმა სახელმწიფომ ისინი ინდივიდუალურად უნდა დააწესოს, - ასე ეხმაურება ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე გერმანიის მიერ საქართველოში საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის“ ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვების დაწესებას. „გერმანიის გადაწყვეტილება, დააწესოს პერსონალური სანქციები ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის ეროზიაზე არიან პასუხისმგებლები, ძალიან მისასალმებელია. ვინაიდან ევროკავშირის დონეზე აღნიშნულ სანქციებს ორბანი ბლოკავს, ყველა დარჩენილმა წევრმა სახელმწიფომ ისინი ინდივიდუალურად უნდა დააწესოს“, - წერს რასა იუკნევიჩიენე. ამასთან, ევროპარლამენტარი ლიეტუვაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტსაც გამოეხმაურა. „კეთილი იყოს თქვენი ლიეტუვაში მობრძანება, პრეზიდენტო. როგორც ერთი თავისუფლებისმოყვარე ერი მეორეს, ჩვენს ქართველ და-ძმებს ყოველთვის მხარს დავუჭერთ!“, - აღნიშნავს ლიეტუველი ევროპარლამენტარი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)