|
2025-03-25 00:58:04, 891 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ირწმუნება რომ ოცნებამ მშვიდობა მოიტანა და შეინარჩუნა
„იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობამ მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა. კითხვაზე, როგორ შეძლებს ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან შეჩერებული ფინანსური დახმარებების კომპენსირებას, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ყველა გამოწვევას, რომელიც ქვეყნის წინაშე იდგება, მთავრობა შესაბამის პასუხს გასცემს. „საბედნიეროდ, იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობამ მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკა იზრდება. ამას, რა თქმა უნდა, მოაქვს კეთილდღეობა, იზრდება ბიზნესები, იზრდება ბიუჯეტი, ამის სტატისტიკა და მონაცემები შეგიძლიათ ამოიღოთ. მომდევნო წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დაახლოებით რა იქნება, ეგეც შეგვიძლია ვნახოთ. შესაბამისად, ჩვენ არაფერს მოვაკლებთ მოსახლეობას, რა პროექტებიც იქნება განსახორციელებელი, ყველაფერს გავაკეთებთ და მივიყვანთ ბოლომდე. საუბარი იყო, თითქოს რაღაცას ჯარს მოვაკლებთ და აგენტურას მოვახმართ თანხებს. ჩვენ არც ჯარისკაცებს დავაკლებთ არაფერს. ჩვენთვის მთავარი არის მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ყველა გამოწვევა და პრობლემა, რომელიც არსებობს, იქნება მოგვარებული და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები იქნეს განხორციელებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)