|
2025-03-24 23:14:35, 1073 ნახვა
პოლიტიკა
გერმანია აქციების დარბევაზე პასუხისმგებელ ქართველ მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვებს უწესებს
გერმანია აქციების "დარბევაზე პასუხისმგებელ" ქართველ მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვებს უწესებს ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ავრცელებს. "თითქმის 3 თვეა ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი მომავლისთვის ევროკავშირში და აპროტესტებს ხელისუფლების კურსს. დაშინება, დაკავება და ძალადობა გრძელდება. დღეს გერმანიამ შემოიღო დამატებითი აკრძალვები ქართველი მაღალჩინოსნების ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით, რომლებიც დარბევაზე არიან აპასუხისმგებელნი", - ვკითხულობთ განცხადებაში. გერმანიამ 31 დეკემბერს დააწესა საზღვარზე შესვლის აკრძალვა ცხრა პირის მიმართ, რომელთაც ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში იყო ნათქვამი. მოგვიანებით, 22 იანვარს ფორმულასთვის ანდო წყაროსგან ცნობილი გახდა იმ პირთა ვინაობა, ვის მიმართაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვა ამოქმედდა. გერმანიის სავიზო შეზღუდვის სანქციის ქვეშ მოხვდნენ: ვახტანგ გომელაური - შსს-ს მინისტრი; ვაჟა სირაძე - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი; ზვიად ხარაზიშვილი - შსს-ის გდდ-ის უფროსი; მირზა კეზევაძე - გდდ-ს მოადგილე; თეიმურაზ კუპატაძე - შსს-ს კრიმპოლის უფროსი; ლაშა ჯოხაძე - შსს-ს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი; თეიმურაზ კალანდაძე - შსს-ს კახეთის პოლიციის უფროსი; ლაშა სალუქვაძე - შსს-ს ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი. დიმიტრი სამხარაძე - პარლამენტის წევრი;
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)