19:53 - 01 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 13:43:16, 3588 ნახვა

სპორტი
ლევან კობიაშვილი - შევურაცხყვეთ სტუმარი გუნდის გულშემატკივარი, ეს შემთხვევა, შესაძლოა UEFA-ს მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს

"მიუღებელია მსგავსი ქმედება სტუმარი გუნდის ქომაგის მიმართ" - ასე ეხმაურება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და საქართველო-სომხეთის მატჩის შემდეგ, ქართველი გულშემატკივრის მხრიდან სომეხი ქომაგებისთვის ბოთლების სროლას და შეურაცხყოფის მიყენებას. 

კობიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა, შესაძლოა UEFA-ს მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს.

"მადლობა ჩვენი ნაკრების ერთგულ გულშემატკივარს, რომელმაც დინამო არენაზე მთელი მატჩის განმავლობაში საუცხოო ატმოსფერო შექმნა. თქვენი უდიდესი მხარდაჭერა ნამდვილად იგრძნობოდა სტადიონზე და ტრადიციულად უდიდეს მოტივაციას აძლევდა გუნდს. რისთვისაც, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა. 

თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტი, როდესაც მაყურებლის მცირე ნაწილი სტადიონზე შეიჭრა და უსიამოვნო ფაქტს ჰქონდა ადგილი როგორც მოედანზე, ისე სტუმართა გუნდის ტრიბუნასთან.

მიუღებელია მსგავსი ქმედება სტუმარი გუნდის ქომაგის მიმართ. ამ სრულიად მიუღებელი ქმედების გამო, შევურაცხყვეთ როგორც სტუმარი გუნდის გულშემატკივარი, ისე საშუალება არ მიეცა ჩვენს ნაკრებს, ერთგულ ქომაგებთან ერთად ეზეიმა გამარჯვება.
მსგავსი ქმედება აზარალებს ფეხბურთს და ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს, შესაბამისად დააზარალოს ჩვენი ნაკრები და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი.

მადლობა სტუმართა გუნდს და ასევე მათ გულშემატკივარს, რომლებმაც როგორც თბილისში, ისე ერევანში მეგობრული გარემო შექმნეს. ასევე განსაკუთრებული მადლობა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ჩვენ კოლეგებს უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის. ორ ქვეყანას შორის ახლო ურთიერთობის სპორტულ კავშირს ასევე ადასტურებს, საქართველო-სომხეთის ერთობლივი განაცხადი, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის მასპინძლობაზე. იმედი მაქვს როგორც საქართველო, ისე სომხეთი, 2029 წელს 20 წლამდე ნაკრებთა ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი იქნება.

ფეხბურთი გვაერთიანებს და ქმნის წარმატებას. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი საფეხბურთო ნაკრების თითოეულ წევრს, გუნდის სრულ შემადგენლობას, სამწვრთნელო შტაბს, რომლებმაც პლეი-ოფის ორივე შეხვედრაში საოცარი თავდადება და გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოავლინეს" - წერს კობიაშვილი.

საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩი 23 მარტს, დინამო არენაზე გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ნაკრები ანგარიშით 6:1 დაამარცხა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანტე - 2018-ში სწორედ ჩვენ აღმოვაჩინეთ შეუსაბამობა ყვარლის ბაგის რძეში და ფერმას დავუბრუნეთ
ლევან დავითაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა
ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პროკურატურაში დაიბარეს და მზად არის, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოცხადდეს
,,დროა“ - პრობლემად მიგვაჩნია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის შესახებ საერთო პოზიციის არარსებობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics